Saturday, July 4, 2015

ზესტაფონობა ლაბოებთან ერთად

ზუსტად ერთი კვირაა რაც სოფელში ვარ!წელს გარკვეული მიზეზებისდა გამო მთელი არდადეგების გატარება ზესტაფონში არ მიწევს.რაც მწყინს იმიტომ რომ:სიმშვიდე,წიგნები,ინტერნეტი...და მიხარია იმიტომ რომ მთელი ზაფხულის მარტოობაში გატარება,როდესაც ოთახს მხოლოდ,სამზარეულოში,მაცივართან პაემნის გამო ტოვებ,არაა ხო მგონი თავგადასავლებით აღსავსე არდადეგების განმარტება.

მოკლედ,აქ ყოფნა მხოლოდ ორი კვირა მიწევს და ამ ორი კვირიდან ერთმა უკვე ანშლაგით ჩაიარა.საქმე იმაშია რომ დებ მაჩაიძეებს დები ლაბაძეები შემოუერთდნენ საქართველოს მეგაპოლისის,ზესტაფონის დასალაშქრად.ამ პოსტში სწორად იმ აქტივობების აღწერას შევუდგები რითაც უმეტესწილად ვიყავით დაკავებულები და ნუ ,რა თქმა უნდა,რაც ლეგალურია და სახალხოდ ითქმება ;)
1.პირველ რიგში,ვეცადე ნუცა ლაბაძისათვის მამულის ფენომენი გამესისხლხორცებინა.
ფეხშიშველი ბალახზე ტანტალის მაგივრად,საქათმემდე გზა ვუხსენი.
ასეთი წარმატების მერე,პატამ ჩათვალა რომ ცოტა უფრო რთულ დავალებასაც გაართმევდა თავს.
მინდა მივმართო ყველას ვინც ამ ადამიანს ოდესმე შეხვდება.რაც არ უნდა გიჭირდეთ საჭმელი არ გამოართვათ!დამერწმუნეთ შიმშილით სიკვდილი სჯობს მოწამლული კუჭის გამო სოცოცხლის ბოლო წუთებამდე ტანჯვის ატანას.
ანაჩკამ არც სცადა :) ზრდილობიანად,სურათის გულისათვის,დაიჭირა ცარიელი ჯამი და დანა.
2.ვერთობოდით აზარტული თამაშებით.
მთლად პოკერი არ ყოფილა,მაგრამ დურაკა რითია ნაკლები???
თან ახლა რომ დააკვირდე,დურაკას გარდა არცშეგვეფერება სხვა რამე...
3.მე და პატამ ერთხმად ვაღიარეთ,რომ ერთმანეთის თანდასწრებით არც სმა გვიყვარს და არც ჭამა.რადგანაც,უმეტესწილად კალორიები ჩვენს კუჭებამდე ვერ აღწევს.
90% დროისა ვიცინით.ამბებზე,ხუმრობებზე,დებილობებზე,ყველაფერზე.არც ეს ერთი კვირა იყო გამონაკლისი.სიცილის მეტი არაფერი გვიკეთებია!
4.ცოტა ისეთებიც ვაკეთეთ რაც სასტიკად აგვიკრძალეს.
მაგრამ რა გვექნა??მზის ამოსვლა ეზოდან არ ჩანდა.ცოტა სიმაღლე იყო საჭირო... 
წინა ღამე გავათენეთ,ამიტომაც როდესაც პირველმა მზის სხივებმა გაანათა ზესტაფონი,მუცლებმა ჩვენს წინააღმდეგ გაილაშქრეს.მე და ნუცა,ალბათ მიხვდით,მთლად კარგები არ ვართ სამზარეულოსთან დაკავშირებულ აქტივობებში.მხოლოდ ეს მოვახერხეთ.
პ.ს.ნუცას პური ობიანი აღმოჩნდა.
პ.პ.ს.გარშემო შემოაჭამა.
5,ვენახებშიც გავვარდით და ბუნებას ვუცქირეთ კაი ხანი.პლუს,აღმოვაჩინეთ რომ ნუცა ლაბაძესაც აქვს ოქროს ხელები.
გოგჩებთან ერთად დრომ სასტიკად სწრაფად გაირბინა...თუმცა მარტო ყოფნა დიდხანს არ მომიწია.საბუკა ჩამოვიდა!!!!!!!
ასე რომ,არ მელის ცუდი დრო!