Saturday, November 28, 2015

რაჭველობა,ლაიბციგი და გვანცა თევზით

რაჭველობას თავისი მინუსები აქვს.
პირველი ის,რომ არავინ შენ სახელს არ გეძახის.
უნიკა,უნა,იკა,იკელა,უკა,უშკა სუფიქსით გალამაზებული და წინ წამძღვარებული "ბოშო"-თი მოგმართვს ყველა.
"ბოშო,ანიკელა,თუ საქმე არა გაქვს,მითხარი ხელახლა როგორ ირეკებაო ამ მობილურიდან?"-მეკითხება ხოლმე ბებიაჩები,მზიანიკა.
მეორე და საკმაოდ დიდი მინუსი ის არის რომ ყველაზე სწრაფი ვარ მსოფლიოში.
მიწევს,რადგანაც ასიდან-ასივე საქმეს ბოლოსკენ ვიტოვებ.
არც ჩემი პოსტებია გამონაკლისი.
ეს იყო ლაიბციგში,სამი კვირის წინ.ახალგაზრდული ევროპული პარლამენტის მეოთხმოცე საერთაშორისო სესიაზე.
რამდენჯერაც გერმანიის ამბებს ვყვები იმდენჯერ უფრო და უფრო მეტად მენატრება საერთოდ ყველაფერი.
სესია იყო უუუუუძალიანკარგესი.ხალხი იყო რამდენად მაგარი იცით?აი,ზამთარში ცხელი აბაზანიდან რომ გამოხვალ და ოთახშიც თბილა და სააბაზანოდან-ოთახამდე გზაშიც და ხვდები,რომ დედამიწაზე ცხოვრება ღირს და რომ ყველაფერი კარგადაა ისევ ამ სამყაროში.აი ეგეთი გრძნობა მქონდა ყოველდღე.აააააააააგჰ,ახლა ისევ უნდა მოვიწყინო.
ოთახს ხუთ გოგოსთან ერთად ვიყოფდი:ილანა(ესპანეთი),კლარა(შვედეთი),კარა(გერმანია),შევალიე(ბელგია),კრისტინა(ჩეხეთი).
დედაჩემის პერსონალურ ჯოჯოხეთს გარკვეული სახე რომ ჰქონდეს-ზუსტად ჩვენი ნომერი იქნებოდა.დარწმუნებული ვარ,ამის ნახვის შემდეგ ჩემი უჯრები ორგანიზებულობისა და სისუფთავის ზენიტად მოეჩვენება.თუმცა ისიც შესაძლოა, ვალიდოლი დასჭირდეს და ოთახის ხელახლა მილაგების უცნაურმა სურვილმა წამოუაროს.
 
 საბინა,რიკი და დენიზი.
ვიღაც ბიჭი,რომელსაც მის დაუკითხავად სურათი გადავუღე და ალბათ უფლება აქვს მიჩივლოს.
ლამაზი ქუჩა
ლამაზი მოედანი
ლამაზი შენობა
ლამაზი თევზი და გვანცა

Sunday, November 1, 2015

რატომ გამაშავა ბანკმა


ამ კვირას ბევრი რამ მოხდა:ხელახლა გავცივდი,გრიგოლ ხანძთელი დავამთავრე,ბანკის შავ სიაში საპატიო ადგილი დავიკავე...კიდევ,ახალი კარიესი და ახალი მეგობრები გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში.
ბანკის ამბავს მოვყვები.
ექსპრეს ბარათი მაქვს,რომელსაც ამწამს არ ვიყენებ,თუმცაღა 1 კვირაში საკმაოდ ხშირად მომიწევს საფულიდან მისი ამოღება.ხოდა ამჯერზე,რახან არ მჭირდება,ჯერ თანხაც არ მაქვს ზედ.
წარმოიდგინეთ თქვენ ჩემი გაოცება,როდესაც მომდის საქართველოს ბანკის მესიჯი,რომ არსებული ლიმიტის გადაჭარბების გამო შემეზღუდა ანგარიშით სარგებლობა,მანამ სანამ არ მივიდოდი ბანკში და გადავიხდიდი ვალებს.
მეც,როგორც პატიოსანმა მოქალაქემ მივატოვე სამეცადინო,ავიღე საფულე,მოვისხი ქურთუკი,ავედი გაჩერებასთან და ავტობუსით მივჯაყჯაყდი უახლოეს ბანკში.ავტობუსით,იმიტომ რომ როდესაც ბანკს ყავხარ გაშავებული,არაა ხო მგონი ლამაზი მარშუტკით გრიალი და ფუფუნებით ტკბობა.
მოლარე ოპერატორთან მისული უკვე ვემზადები ყველაზე საცოდავი ადამინის როლის სათამაშოდ-რომ მე ცხოვრებისაგან არ ვიმსახურებ ასეთ სასჯელს და მართლა არ ვიცი რანაირად დავხარჯე ფული,რომ ჭკუა არ მომეკითხება,რომ სინამდვილეში ბარათი მომპარეს და ვიღაც სხვამ უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი,რომ მარტოხელა დედა ვარ და ბავშვებს ვინ მოუვლის მე თუ ციხეში ჩამსვამენ.
თუმცა სულ არ დამჭირდა თავის შეცოდება,დარწმუნებული ვარ ოპერატორმა ჩემი ვალი რომ ნახა კომპიუტერში,ბუნებრივად,თავისით დაეწვა გული.სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს შემთხვევა გათამაშდა.
რამდენით გადავაჭარბე ლიმიტს???
50 თეთრით.
მე იდიოტს ექსპრეს ბარათი,მოსწავლის ბარათთან ერთად მიდევს და ერთხელ თურმე ბილეთი საკრედიტო ბარათს აუღია.
ბარათის ამბებამდე გოგჩებთან ერთად ვიყავი გასული.
 
 
ლიზა გვიზიარებდა "აზმათის"(აზროვნების მათემატიკა)რამდენიმე
 რჩევას.დებულება შემდეგნაირია:"100 ხელისმთხოვნელიდან იმას უნდა დასთანხმდე ცოლობაზე,რომელიც 38-ე მოვა".
მთხოვნელი ერთიც არაა და ეჭვი მაქვს კიდე კაი ხანი არ იქნება.
ერთმანეთი ხო გვყავს ;)