2015 იყო ბომბა!
ამ წელმა ყველაზე მეტად შემცვალა,საკმაო რაოდენობის ცოდნა მომცა,მამოგზაურა ტონა და იმდენი მნიშვნელოვანი ადამიანი შემატა ჩემს ცხოვრებას რამდენი საათიც კარდაშიანების რეალითი შოუს ცქერაში გავატარე.ანუ ძააააააააააალიან ბევრი.
მოკლედ,2015-ში:
9კბილი დავიპლომბე და შედეგად ეს არაჩვეულებრივი ღიმილი მივიღე
(მარცხნიდან-მარჯვნივ:მე,თათულიკა,მარუსი)
სკუადრას შევხვდი და ყველაზე ავადმყოდური საათები გავატარე ამ ხალხთან
(შუაში:რუსა)
(თათაშკა და ლიზა)
მაისში,ბათუმში ღამის სამ საათზე,ოდნავ შეზარხოშებულმა ვიღაც უცნობ მოქეიფებთან აჭარული ხაჭაპური ვჭამე
ვიკემპინგე 2,5 დღე და გადავწყვიტე რომ ასეთი დისკომფორტი ადამიანმა შენი ნებით არ უნდა შეიქმნა
იტალიაში მარტინ ფრიმანს შევხვდი და ამ ორ შეშლილთან ერთად ქალაქის ქუჩებში(არაფხიზელ მდგომარეობაში) playboy-დან ამოხეული სურათები გავაკარი
ხო,ბათუმში ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსატანად ვიყავი ჩასული(been there,done that)
გერმანიაში,ჩემი ოთახელის სასიყვარულო რვაკუთხედის შესახებ წიგნის დაწერა გადავწყვიტე
და პერსპექტიულ ხალხთან ერთად საკმაოდ ბევრი "finlandia"დავლიე
გამოვიდა თითქოს ამ წელს გართობისა და ალკოჰოლური სასმელების გარეშე დრო არ გამიტარებია.რაც სრული სიცრუეა...თითქმის...
50-ზე მეტი ფილმი ვნახე და ამავე რაოდენობის წიგნი წავიკითხე.მივხვდი რომ თანამედროვე თინეიჯერებს მხოლოდ პირველი სიყვარულისა და სექსუალურ კავშირის ამსახველ წიგნებს უწერენ,რომელიც სავსეა კლიშე ფრაზებითა თუ გამონათქვამებით,რაც არცხვენს თინეიჯერებს,როგორც ერთ მასას,ნებისმიერი ადამიანის თვალში.
ბევრი "მეგობარი" ამოვშალე facebook-იდან ჰომოფობური თუ სექსისტური პოსტების გამო.
თანაბარი რაოდენობით ვისაუბრე ფემინიზმზე და შოკოლადის ღირებულებაზე სრულფასოვანი ადამიანის ცხოვრებაში.(ძალიან ბევრს ვყბედობ არსებით)
დაახლოებით 100000000-ჯერ წამოვბორძიკდი და ამდენივე ნივთი გავტეხე,გავბზარე,დავფშვენი.
წელს,თმის ფერისა და სიგრძის შეცვლის სიხშირე პროპორციული იყო ჩემს მიერ გადაყლურწული ლიმონათისა ლიტრებში(ყოველ დღე მშურს იმ გენიოსის გონებისა რომელმაც ნაღების გემოს ლიმონათი შექმნა!).
ვალოგარითმე,ვაწარმოე და ვაკვადრატე.
4380 საათი გავატარე ლაბაძეების სამზარეულოში,ყავას შემოხვეულმა,მომავალზე,წარმატებაზე,დეპრესიაზე საუბარსა და სიყვარულის არსების ამოხსნაში.
2015-ში ვიპოვე ჩემი თავის რაღაც ნაწილები,ასპექტები,იდეები და ალბათ დავკარგე კიდეც რამდენიმე.კარგი თუ ცუდი ამას დრო დამანახებს.
2015-ში ვისწავლე და დამავიწყდა.
2015-ში მიყვარდა და ვერ ვიტანდი ცხოვრებას.
2015-ში გავხდი და დავრჩი ისეთი როგორიც ახლა ვარ.
ახლა შენი დროა,2016-ო!