მოქმედების ადგილი:იაშვილის ბავშვთა კლინიკა
მოქმედების თარიღი:15.02.2016(ჩემი დაბადების დღე)
წინა პლანზე(მარცხნიდან-მარჯვნივ):ანა ლაბაძე,მანჩო ნაცვლიშვილი,გვანცა დოლბაია,მარიამ მაღრაძე,ნუცა ლაბაძე.
უკანა პლანზე:მე
მთელი მეთერთმეტე კლასი იმის ნატვრაში გავატარე:"ნეტავ ამ გადასასვლელზე გადასვლისას დამეჯახოს რამე,რომ საავამყოფოში დავისვენო 2-3 კვირა"-თქო.სხვანაირად მასწაველბლებისა და გაკვეთილებისაგან თავის დაღწევის საშუალებას ვერ ვხედავდი.ცხოვრება მიტევდა მეგობრებო!!გეოგრაფია უნდა ჩააბაროო,გადაწყვიტო მომავალი პროფესია,წინასწარ მოემზადო ეროვნულებისთვის,იმეცადინო 25/8,28 გამოცდა ჩააბარო ფიზიკა-მატთემატიკისო.
მე კიდევ 16 წლის იმბეცილი ვიყავი,რომელიც სახლის წინ აშენებულ ახალ სკვერში,საქანელას 4-5 წლის ბავშებსაც არ უთმობდა.
სურვილი ამიხდა,თუმცა ერთი წლის შემდეგ.არაფერი დამეჯახა.უბრალოდ აპენდიქსმა გადაწყვიტა,დრო იყო მზის შუქი ენახა.ასე და ამდაგვარად თვრამეტის საავადმყოფოში გავხდი.
მნახველები არ ამოუშვეს,მიუხედავად იმისა რომ ჩემმა ძვირფასებმა ნეპოტიზმსაც კი მიმართეს და ყველა ნაცნობს დაურეკეს,ვისაც მედიცინასთან რაიმე შეხება ჰქონდა.
სამი სართულითა და ერთი პარკინგის მოშორებით მიმღერეს,მიცეკვეს და ყველაზე გამორჩეული დაბადების დღე მაჩუქეს.
ამ დღეს ჩემი მედდაც კი კარგად მომექცა.იმის მერე რაც დავემუქრე (ხმამაღლა)სმენის უფროსთან გიჩივლებთქო,(გონებაში:გიპოვი,ჩემი ხელით ამოგაცლი აპენდიქსს და შენს ტაჯვას ღიმილით ვუყურებთქო)მომცა ტკივილგამაყუჩებელი.
ისე რა საოცარი ხალხი ვართ არა??ცხოვრებას მანამდე არ ვიაზრებთ სანამ რეალობა არ გაგვიტყლაშუნებს სახეში.მანამდე ვფიქრობთ რომ ყველაფერი კარგადაა,სანამ თავზე არ ჩამოგვექცევა და ქვეშ არ მოგვიყოლებს ყოველდღიურობა.მარტო იმას ვხედავთ რაც გვსურს და არ გვაქვს,იმას აღარ ვიმჩნევთ რამდენი რამ არ გვაქვს რაც არ გვსურს(ხოო,გონებაში უკეთესად ჟღერდა).
არავითარ შემთხვევაში არ ვცდილობ ბრმა ნაწლავის ოპრაციის დრამატიზებას,იმის მტკიცებას რომ ახლა ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ,რომ ეუჰ,ეს რა გადავიტანე.არა.შეცვლით არ შევიცვალე,უბრალოდ დავინახე ის რაზეც ძალიან დიდი ხანი თვალს ვხუჭავდი.კი,ის თეორიულად ყველამ ვიცით რომ ხვალინდელი დღე არ გვაქვს გარანტირებული,მაგრამ ამ ცნების ბოლომდე გააზრება არავის ძალუძს.
ამიტომ თუ რამის თქმა მინდა ამ პოსტით,ის კი არაა რომ ზემოხსენებულს შეეჭიდოთ,რადგან მარცხი გარანტირებულია.უბრალოდ გახსოვდეთ რა იღბლიანი ხართ რომ ცხოვრება გაქვთ დღეს.
ჩემს გვერდით პალატაში 5 თვის მარიამი ნაღვლის გარეშე დაიბადა.ის ვერასდროს შეძლებს მეთერთმეტე კლასის სისასტიკე გამოცადოს,გეოგრაფიის გაკვეთილები გააცდინოს,ინერვიულოს იმაზე რაც არასდროს ექნება,იმეცადინოს,ისეთი მაგარი მეგობრები ყავდეს მე რომ მყავს.
არ ვცდლობ ყველაზე საშინელება ფრაზით გიყიდოთ,გითხრათ რომ სხვას თქვენზე მეტი გასაჭირი აქვს,რომ აფრიკაში ბავშვები შიმშილობენ.
თქვენი გასაჭირიც-გასაჭირია.არავის უბედურებაზე არც მეტი,არც ნაკლები.იწუწუნეთ,იტირეთ,დაწყევლეთ სამყარო,მაგრამ ეცადეთ გაიხსენოთ რომ