Wednesday, March 16, 2016

თეოს დაბადების დღე ანუ შაურმები კუს ტბაზე

თეო 18 წლისაა!!
ერთმანეთს მეშვიდე კლასში შევხვდით.სულ იხსენებს ხოლმე რომ პირველი ვიყავი ვინც დაელაპარაკა,რაც იმწამსვე ღიმილს მგვრის.თუმცა შემდეგ აყოლებს რომ ბიჭი ვეგონე,რაზეც ჩვენი მეგობრობის გზები იყრება.
მიუხედავად ამისა,მაინც მიყვარს.
ამიტომაც უკვე 5 წელია,14 მარტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის.
და არა იმიტომ რომ საერთაშორისო პის დღეა!!(რასაც ხშირად გვილოცავდნენ კომაროვში)
არა,იმიტომ რომ ეს არაჩვეულებრივი არსება სწორად 14 მარტს მოევლინა სამყაროს!
ცამეტში ღამით ტრადიციულად,ტორტითა და აბსოლუტით,შევხვდით თორმეტ საათს.მეგობრები,კარაოკე,ბუნდოვანი მოგონებები...რაც კაია კაიაო,უთქვამს დიად ნუცა ლაბაძეს.
თუმცა თვითონ ორშაბათი იყო ყველაზე მაგარი.
სააბაზანოდან გამოსულსა და უფუმფულეს პიჯამოებში გადაცმულს მომდის მესიჯი.თეოს შაურმა შია.
ასე აღმოვჩნდით ოთხნი:ნუკი,ნუცა,თეო და მე,კუს ტბაზე,შაურმებით.
გარეთ საშინლად ციოდა და წვიმდა.ისედაც სველი თმა,თავსხმაში დგომისგან,კიდევ უფრო გამელუმპა.ყველანი ფეხსაცმელებში ვცურავდით.კამერა დაჯდა.პლედები გაიყინა.შაურმაც არ ვარგოდა.მაგრამ იმ მომენტში ჩვენზე ბედნიერი თბილისში კაციშვილი არ იყო!
მცირედი ჩანართი:თეონა ყველა გოგონას გულთამპყრობელთან ერთად.
სპონტანურობის ფანი ვარ და თეოსთან ერთად გატარებული წლები არაფერი სხვა სიტყვით არ ხასიათდება გარდა ზემოთხსენებულისა.არც მინდა სხვანაირად!
რამდენი ღამე გაგვიტარებია დებილი სელფებით კომუნიკაციითა და ყველაზე იდიოტ არსებებზე ლაპარაკში.
რამდენჯერ გადაგიხვევია გზიდან,ვენდისში რომ ჩამოგეგდე და გაგეკმინდა ჩემთვის ხმა.ვიცი,მანქანაში რომ გიზივარ სულ ნერვებს გითხრი.მაგრამ ბევრი ტკბილი მოგონებაც ყოფილა,არა??
ყველაზე მაგარი,კეთილი,ჭკვიანი,კარგი ხარ...ჩემთვის!!