Thursday, December 24, 2015

ქრონიკული სიდებილე

დღეს ჩემს ქრონიკულ სიდებილეზე ვაპირებ საუბარს :)
 ყველაზე საშინელება ის არის რომ ჩემი სიდებილე მუდმივია.დაიწყო ღრმა ბავშვობიდან და მომყვება დღემდე.

დღეს კოსტუმს ვკიდებდი გარდერობში.
გამოაღებ კარებს,ჩამოხსნი საკიდს,შემოაკიდებ კოსტუმს,დაკიდებ უკან,მიხურავ კარს.სულ ეს იქნებოდა,მე რომ იდიოტი არ ვიყო.
რა დამემართა???
გამოვაღე კარები,ჩამოვხსენი საკიდი რომელზეც უკვე ეკიდა ორი მაისური.ძვირფასები ქვედა თაროზე დახვავებულ ნივთებს გამოედნენ,მე ვიფიქრე:"გამოწვევა მიღებულია!"-თქო და გამოვქაჩე საკიდი.მაისურებმა თან წამოიყოლეს უამრავი სხვადასხვა დანიშნულების ხარახურა,მათ შორის ტკბილეულის რამდენიმე შეკვრა.
ეს ყველაფერი ძირს დაეცა.
ალბათ გაიფიქრებთ,დიდი ამბავი ყველას მოსვლიაო.
თქვენ შეცდებით იმიტომ რომ ჩემნაირი დებილები არ ხართ.
გარდერობის ქვეშ მიყრია ჩანთები,იმიტომ რომ დილით რა გუნებაზე ვარ და რა მაცვია წინასწარ არ ვიცი.ჰაერში ტკბილეულის შეკვრა გაიხსნა და შაქარი,კრემი,ნაფრჩხვენები,შოკოლადი აირია ჩემს წიგნებსა თუ რვეულებში.
"რატოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოომ?"
რატომ მე ასეთი დაუფიქრებელი?რატომ ასეთი დებილი?
თან ყველაზე საშინელება ის არის,რომ ჩემი უბედურება ქრონიკულია.
ყოველი ახალი დღე შეიძლება ვიღაცისთვის ახალ დასაწყისს ნიშნავდეს.ჩემთვის ისევ ძველი შეცდომებისა და გაუსაძლისი სიდებილის მომტანია.
არ შეიძლება მარტო მე ვიყო?ჰა??
იქნებ კიდევ კიდევ ვინმეა ჩემნაირი?
ვინმე ვინც "რას შვები?"-ზე პასუხობს-"კარგად,შენ?",ვისაც იმდენჯერ აქვს წამოკრული საკუთარ დაგდებულ ჩანთაზე ან ფეხსაცმელზე ფეხი რამდენჯერაც გაუფიქრებია ფიზიკის გაკვეთილიდან გაქცევა.
ღმერთო ჩემო,არ შეიძლება ერთხელ მაინც მოხდეს ისე,რომ არ წავბორძიკდე მაშინ როდესაც ეფექტის მოხდენას ვცდილობ?ანდა გავჩუმდე როდესაც უხერხული სიტუაცია შეიქმნება და არ გავაგრძელო არასტანდარტული ხუმრობების მოყოლა?
თუმცა უკვე იმ საფეხურამდე მივედი როდესაც უკვე ჩემი სიდებილისგან გამოწვეული უხერხულობა აღარ მარცხვენს.რაც,როგორც მეუბნებიან ცუდია.მე პირადად ხელი მაქვს ჩაქნეული.აღარც ვნერვულობ.

No comments:

Post a Comment