Saturday, September 20, 2014

#1 post

არ მჯერა,რომ საბოლოოდ მაინც ვიპოვე ჩემს თავში იმდენი სიმამაცე,გამეკეთებინა ბლოგი.ყოველთვის აღმაფრთოვანებდა იმ ხალხის ცხოვრება რომელნიც ინტერნეტ სივრცეში ასე თავისუფლად აქვეყნებდნენ ყოველდღიურ ამბებს.მეც სულ მქონდა სურვილი,მაგრამ თავს იმით "ვიმშვიდებდი" რომ ჩემი ცხოვრება არც ისეთი საინტერესოა,რომ ღირდეს მისი გაზიარება,პუნქტუაციასა და წინადადებების დალაგებაშიც ალბათ არ მეკუთნის ათიანი,ოჯახიც ისევე ჩვეულებრივად გადარეული მყავს როგორც ყველა ქართველის ოჯახია და სილამაზითაც დიდად არ გამოვირჩევი მოდური ბლოგი რომ გამეკეთებინა.მაგრამ მაინც...ჩემ ოთახში შეყუჟული,რომლის ერთი კედელიც მეზობლის გარემონტების პროცესში მყოფ სააბაზანოს ემიჯნება,დიდი ჭიქა ყავითა და ზედმეტად ცუდი განათებით ვუზივარ დედაჩემის "ASUS"-ის ლეპტოპს(რომელიც მაშინ შეიძინეს როცა ჩემმა დეიდაშვილმა წინას რძიან-თაფლიანი ჩაი გადაასხა) და ვცდილობ შევაკოწიწო პირველი პოსტი ever.

მე მქვია ანი.მყავს და-თათა და დედა-ნათია.მაგრამ,ჩვენს ყოვლად დამტევ ბინაში ვცხოვრობ კიდევ 6 ნათესავთან ერთად.ესენია:ბებო,ბაბუ,ბიძა,ბიცოლა და ორი ბიძაშვილი.ყველა ისეთ მინუსებთან როგორიცაა:ტვალეტის ორსაათიანი რიგი,პურის ორ წამში გათავება,სააბაზანოში განრიგის მიხედვით ვიზიტები,ატმის კომპოტებიდან ატმების იმ წამსვე ამოჭამა როგორც კი მას ბებია გამოიტანს "სარაიიდან",ჩურჩხელების დატაცება ისე რომ მთელი ახალი წელი თოკი უნდა ლოღნო და პრაქტიკული განმარტოების არარსებობა,ვცდილობთ წყნარად ვიცხოვროთ.

საუკეთესო მეგობარს მარი ქვია და ერთმანეთი მანამ გავიცანით სანამ ლაპარაკს დავიწყებდით,მაგრამ ვფიქრობ მაშინ დავმეგობრდით როცა ბაღში მისი "LUNA"(ასეთი შოკოლადი იყო ჩემს ბავშვობაში)მოვიპარე და ტვალეტში ვჭამე ჩუმად,თუმცა მარიმ მომისწრო და მასწავლებელიც დამაყენა თავს.ამის მერე რამდენჯერმე ლამის მოხარჩვე, რადგანაც ზედმეტად ძლიერი ბავშვი ვიყავი მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა,ორივე ჯანმრთელები და უვნებლები წავედით სკოლაში :))მარი ცხოვრობს ერთი სართულით ზევით და იზიარებს ჩემს უზღვავ სიყვარულს წიგნებისადმი.არის 6 თვით ჩემზე პატარა,ორი დის და,უსაყვარლესი ჭორფლების პატრონი,ლამაზი და ისეთი წერისა და სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული რომ სტივენ კინგს და მთელი პოპის ესტრადას შეშურდება.

ვიტყვი რამეს ჩემზეც და მოვრჩემი ამ დიდად ცოდვილი პოსტის წერას.ჩემი მიზანია იმდენი წიგნი მქონდეს,სახლში არ დამეტიოს და ბრიტანეთში ვისწავლო.თმები მაქ ქერად შეღებილი,ყველაზე კარგად მათემატიკა გამომდის.ინგლისური ჩემთვის უცხო ენაზე მეტია,ჩემთავს ველაპარაკები ნებისმიერ სხივის ამრეკლავი ზედაპირის წინ მდგარი,საერთოდ არ ვიცი ისტორია და მრცხვენია,წყალში უფრო წარმატებულად გადავადგილდები,ვიდრე მიწაზე.შოკოლადი და ნებისმიერი ნაყინი ჩემი მეგობარია.ვცხოვრობ წარწერიანი მაიკებსა და მაღალწელიანი ჯინსებისთვის.ვაგროვებ მაცივრის მაგნიტებს,შემიძლია ნებისმიერ გარემოში დავიძინო თუ ჩემი პლედი-სუზი თან მაქვს და ვფიქრობ რომ ჩემს დეიდაშვილზე საყვარელი,ავადმყოფურად ცანცარა,ზედმეტად ზარმაცი,სიმპატიური არც ერთი 5 წლის ბავშვი არ არსებობს.

1 comment:

  1. შესანიშნავი დასაწყისია<3<3<3მოუთმენლად ველოდები შენს შემდეგ აქტივობას ანი

    ReplyDelete