Sunday, September 21, 2014

where I introduce some of my guilty pleasures

არიქა,წავიდა დედაჩემი და დადგა ჟამი ლეპტოპის დაპატრონებისა.წესით ახლა უნდა ვმეცადინეობდე,თუმცა ისტორიული პერიოდის,ლირიკული გმირისა და მისი დროის თანამედროვეობასთან პარალელების გავლება-გარჩევას,მირჩევნია დავწერო პოსტი,რომელსაც ალბათ მარტო მარი(წინა პოსტში რომ ვახსენე ეგ,რომელიც ალბათ ობამასავით ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდება)წაიკითხავს.

კარგით,ბლოგს ქვია guilty pleasures of mine,რადგან დიადი ფინქისაგან განსხვავებით მე საკმაოდ დამნაშავედ ვგრძნობ თავს როდესაც საქმე ჩემს pleasureბს ეხება.ზედმეტად არაჯანსაღი ურთიერთობის გამო ცხოვრებასთან,ყოველდღიურობა სავსე მაქვს ისეთი საკვებით,სასმელითა თუ ქმედებებით,რომელთაც ინანებ მათი მირთმევისა თუ ჩადენის შემდეგ.

დღეს,მე და დედაჩემი ვეწვიეთ ადგილს,სადაც ჩვენმა მორალმა,ზნეობამ,ეთიკამ და ყველა ამისთანამ მიგვატოვა,რათა დავმორჩილებოდით სუფთად ხორციელ სურვილს-მიგვეღო რაც შეიძლება დიდი რაოდენობით გლუკოზა.
The coffee bean&Tea leaf-ი სავსეა-არაჩვეულებრივი(თუ გასაოცარი) რაოდენობის(თუ სახეობის )ყავის (თუ ჩაის) გარდა უამრავი ნამცხვრით,ტორტით,კრუასანით და ყველა იმ მიზეზით თუ რატომ აღარ მეტევა საყვარელი ჯინსები.





ვოილა,ჩემი პირველი და უზენაესი სისუსტე.არაჯანსაღი,კალორიული,არაორგანული მაგრამ უგემრიელესი,უტკბილესი,უფუმფულესი-ნამხცვრები და ფუნთუშეული.
წარმოგიდგენთ ჩემი პირადი ტრაპეზის სურათებს :)))

დარწმუნებული ვარ არ არსებობს ასეთი გემრიელი ნუშის კრუასანი და ასეთი სულის ჩამატკბარუნებელი ცხელი ვანილი.
უი,კიდევ ჩავიდინე ერთი უპატიებელი ცოდვა:შევიძინე წიგნი,რითაც დავარღვიე პირობა(რომელიც ჩემს თავს ნიჩვრიტიანი ხელით მივეცი):არ მეყიდა წიგნი ამ თვეში,რამეთუ დაიწყო სწავლა და თავით უნდა გადავეშვა მასში.მაგრამ რა ჩემი ბრალია თუ კარფურის "ბიბლუსში" მაინცდამაინც ახლა აღმოაჩნდათ ბრანდენ სანდერსონის "The way of kings",ოღონდ რუსულად?
ააააააჰჰჰ,ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ.
ესეც ასე ჩემო წარმოსახვითო მკითხველებო და მარი.უკვე იცით ჩემი ორი სისუსტე(შენ ისედაც იცოდი,მარი),რომელთა ერთგულიც სიკვდილამდე დავრჩები და რომელნიც მუდამ მაგრძნობინებენ თავს დამნაშავედ:საკუთარი თავის,დედაჩემის,მასწავლებლებისა და სახელმწიფოს წინაშე.

1 comment:

  1. au ra magaria...mec minda nushis kruasani da cxeli vanili<3<3<3

    ReplyDelete