ვერ ვიტყვი დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე მაგარი იყოთქო.ალბათ იმ ნეგატიური მომენტების სკივრში შევჩურთავ,სადაც ასეთი დამთრგუნველი,უაზრო,მოწყენილი მოგონებები მიყრია,სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვის სიბნელეში გასატარებლად განწირულნი.
სულაც არ მენანებიან!!დაე ისე იტანჯონ,როგორც მე მტანჯავენ თავიანთი ბნელი ბუნებით.ვიცი რამდენიმე კვირაში სულ დამავიწყდება ის გულისტკენა ან თუნდაც იმედგაცრუება რაც განვიცადე,თუმცა არ ვაპირებ შემთხვევის ხელიდან გაშვებას რომ ნეგატიური შეფასებები,დამსხვრეული იმედები მოტივაცის ამატებისათვის გამოვიყენო!
თქვენც გიწვევთ პოზიტივის მოსახვეტათ:)))))
ყველას გვქონია მომენტები როდესაც გვეუბნებიან,რომ ჩვენი უსაზღვრო ცდების მიუხედავად,მიღებული შედეგი არ არის საკმარისად კარგი.ანდა არ გამოგვივა ის,რისი მიღწევაც ასე ძალიან გვსურს.ხანდახან ამ ყველაფერს ზრდილობიანადაც კი არ გვახლიან სახეში!შეურაცხყოფას გვაყენებენ ჩვენც,ჩვენს ნიჭსაც და პოტენციალსაც.ეს ყველაფერი კი გამოისახება ცუდი ნიშნით,ჩაჭრილი გამოცდის ფურცლით,წარუმატებული აპლიკაციით,ინტერვიუთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
ასეთ დროს საკუთარი თავის პატივისცემის აპარატი წრიპინს იწყებს და გვამცნობს კრიზისული პერიოდის მოახლოებას.ფიქრები რაც თავში ზუზუნებს,ქაოტურად მოძრაობს,გუგუნებს,ზუზუნებს ისეთ სისაძაგლობებს ჩაგვჩურჩულებს,გვაიძულებს სრულ ჭეშმარიტებად აღვიქვათ,რასაც მოსისხლე მტერსაც კი არ ვეტყოდით.მაგრამ ჩვენ თავს კი ძალიან იოლად ვაჯერებთ იმაში თუ როგორი გამოუდეგარი,სულელი,არაპერსპექტიული ახალგაზრდანი ვართ,რომ ვერასდროს ვერ ვიქნებით საკმარისნი,რომ რაც არ უნდა ვცადოთ მაინც ისეთივენი დავრჩებით როგორნიც ვართ.ასეთები კი ვის ვეყვარებით?ვის დავჭირდებით?ვინ შეიწუხებს ჩვენთვის თავს?ვინ დაინტერესდება ჩვენი პრობლემებით?
თუნდაც ერთი დაჯღანული კომენტარი ფარავს ათობით,ათასობით კეთილ,ტკბილ,ღიმილიან შეფასებას.იმის მაგივრად რომ მოვუსმინოთ პოზიტივის ყვირილს,ყურადღებას ნეგატივის ჩურჩულს ვაქცევთ.
და რა სულელური მიზეზით არ ვუჯერებთ ამ ყვითელ,მზესავით ნათელ გამამხნევებელ სიტყვებს??იმიტომ რომ ნათესავმა ან მეგობარმა გვითხრა.მათ კიდევ როგორ ენდობა კაცი???მაგათ ხომ ისედაც ვუყვარვართ.მაგათთვის ხომ მნიშვნელოვანი ხალხი ვართ და მაგიტომაც მიკერძოებულები არიან!!!ხოლო მეგობრისაგან ერთხელ მაინც თუ არ გაქვთ მოსმენილი "მაგარი ხარ!!","ღმერთო შენნაირი გოიმები ნიუ-იორკ თაიმსსში მუშაობენ და პენტჰაუზებში ცხოვრობენ!" ანდაც "მაგ სწერვაზე იმდენად ლამაზი ხარ,იმ ბიჭს სიმართლის აღმქმელი თვალები რომ ჰქონდეს ცრემლები წამოუვიდოდა შენს ყოველ დანახვაზე!!!"-ეგეთი არსებები თქვენს ცხოვრებას არ სჭირდება.
რას ვამბობდი...ხო,იმას რომ არ ვუჯერებთ კეთილის მსურველთ.იმაზე გიფიქრიათ რომ თქვენს თავს დაუჯეროთ????დიადი ეჭვები რომ შემოგაწვებათ და თქვენი თავი ყველაზე ცუდი ადამიანი გგონიათ დედამიწაზე(რაც სრული სიცრუეა!!!გახსოვდეთ ჟანგბადს სუნთქავდა ჰიტლერი,ალ კაპონე,რომის გიჟ დიქტატორთა ბუკეტი და რავიცი კიდე ვინ არა!),იმას ხომ გაიფიქრებთ ხოლმე მე რომ დიდი ადამიანი გავხდები ყველა ინანებს,ვინც არასწორად შეაფასა ჩემი შესაძლებლობებიო??
ხოდა დაუჯერეთ მაგ მშვიდ,ურყევ ხმას,რომელიც მომავლის ასეთ დიდებულ პერსპექტივას გთავაზობთ!!!
მე მჯერა,რომ თქვენი გეოგრაფიის მასწავლებელი ნერვიულობისაგან ტუჩზე იკბენს,2017 წელს,როდესაც National Geographic-ში თქვენს სტატიას წაიკითხავს.
მე ვიცი,რომ თქვენი ფიზიკის მასწავლებელს ცივი ოფლი დაასხამს შუბლზე როდესაც,2016 წელს,ნობელის პრემიის მიღებისას სამადლობელო სიტყვაში მასაც მოიხსენიებთ,როგორც ადამიანს რომელმაც მოტივაცია მოგცათ 2-ანების წერით.
ოოოოო,როგორ ვიცინებ,როდესაც თქვენს მიერ დაწერილი წიგნისათვის ნომერ პირველი ბესტსელერი გახდებით და ინტერვიუში ახსენებთ იმ ლიკა მასწს რომ გარწმუნებდათ თქვენგან ლიტერატურა არაფერ ახალს არ უნდა ელოდოსო!
მე ვიცი,რომ ფეისბუქსა თუ სხვა სოციალურ ქსელებში ის ახალგაზრდები,რომელნიც დაგცინოდნენ,გამცირებდნენ,არად გაგდებდნენ,თქვენთან ერთად გადაღებულ,დენიკინის დროინდელ სურათებს ატვირთავენ და დაწერენ რომ ეს ულამაზესი,წარმატებული ჰოლივუდის ვარსკვლავი მათი საუკეთესო მეგობარი იყო!!!აუცილებლად გაგახსენებთ ჩემს წინასწარმეტყველებას როდესაც Ellen Show-ში მიწვეულნი გაიღიმებთ და საჯაროდ მადლობას გადაუხდით იმ ბიჭს,თქვენი გული რომ გატეხა.მასთან ყოფნით ხომ დაკარგავდით იმ წარმატებულ,ბრწყინვალე მომავალს სადაც ყველა ფრანცისკო ლაჩოვსკის,რაიან გოსლინგს თუ ჯარედ ლეტოს მთავარ საზრუნავს თქვენდამი სიყვარულის გამოხატვა წარმოადგენს.
მე დღეც კი მაქვს კალენდარზე მონიშნული როდესაც ერთ-ერთი თქვენგანი გაეროს დირექტორი და ვინმე სექსუალური ევროპელის მეუღლე გახდება!
ოოოო,იმაზე ხომ არაფერს ვამბობ,რომ მილანის,ლონდონის,ნიუ-იორკის,პარიზის მოდის კვირეულები თქვენს დაუსწრებლად საერთოდ არ ჩატარდება!!!
შეიძლება ცოტა ზარმაცი,გარყვნილი,ხელიდან წასული,გათამამებული ხალხი ვართ.მაგრამ ჩვენ რომ ამბიცია და რესურსი გვაქვს,მიმაჩნია,ისეთი ჯერ არც ერთ თაობას არ ჰქონია.უბრალოდ არ უნდა დავნებდეთ და ვიღაცა რომ გვეტყვის შენ ამას ვერ შეძლებო-შევხედოთ ისე როგორც უუუუუუდიდეს იდიოტს,გავუცინოთ ისე რომ ჩვენმა ქოლგეითის ღიმილმა თვალები დაუბრმავოს(ანდა გამოუხეხავმა კბილებმა ცხვირზე მოაჭერინოს ხელი) და ვუთხრათ:"ახალგაზრდავ,Forbes-ის ეგზემპლარს მიიღებთ რამდენიმე წელიწადში,ქავერზე მე ვიქნები:))",შემდეგ კი მხრებში გაშლილმა უკან მოვიტოვოთ ნეგატივი :))
ალბათ გიჟობაა,მაგრამ მწამს რომ თუ ვიმუშავებთ ჩვენი გეგმებისათვის შეუძლებელ ქმედებათა სიას რამდენიმე ასპექტს მოვაკლებთ.გვაქვს რაღაც,რაც ჯერ არ უნახავს ამ ნატანჯ მსოფლიოს და გვაქვს სათქმელი,რაზეც შეშინებული უფროსები ვერ ბედავენ საუბარს.
ისევ და ისევ ჯობსი:"სამყაროს ცვლიან ისინი,ვინებიც იმდენაც გიჟნი არიან რომ ამის შესაძლებლობა დაუშვან"...
haha...kargi iyo(qolgeitis gimili/gauxexavi kbilebi cxvirze xels moacherineben)...mjera rom egre iqneba...sxvanairad arc sheidzleba
ReplyDelete