ბოდიშით,ვერ მოვასწარი ამ მოდულიანი ლოგარითმული უტოლობების,რომელთა ხარისხსაც ფუნქციური გამოსახულება წარმოადგენს,ამოხსნა.
უკაცრავად,შეიძლება ამ ელექტოიმპულსური რხევების ამოცანები შემდეგისთვის რომ დაგიწეროთ???
უბრალოდ ნამდვილად არ მცალია!!!!!!თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი სხვა,ფრიად მნიშვნელოვანი,საქმე მაქვს სწავლის გარდა :)))
აააა,რა საქმე მაქვს??რატომ მართმევს ამდენ დროს??
ქალბატონო ქეთევან,ხომ უნდა გავიგო ყავს თუ არა შეყვარებული/საცოლე/ცოლი/შვილი ბენდის ამ სიმპატიურ ბასისტს???მე თუ არა ვინ შეუღონებს გულს ინსტაგრამზე სურათების დალაიქებით??ვინ დაგუგლავს და დაავიკიპედიებს მას?და ძალიან მაინტერესებს ვინ იმღერებს მისი ბენდის აკუსტიკურ ქავერებს,გაჩეჩილი თმითა და სელფმეიდი მაკიაჟით,სარკის წინ წარმოსახვითი მიკროფონ-სავარცხლით ხელში?
ბატონო ნიკოლოზ,იცით რა დაუმორჩილებელი გრძნობაა შიმშილი??და მითუმეტეს როცა ის მოწყენილობისგანაა გამოწვეული??საჭმელი არ უნდა ვჭამო??ხომ უნდა წავიდე ახლომახლო ფერმაში,მოვწველო ძროხა.ამოვიყვანო ყველი,ცოტა შევბოლო და სახლისაკენ გზას გამოვუდგე??მერე ხომ უნდა ვიპოვო ახლომახლო თონე,რათა გამოვაცხო ლორიანი ლობიანები.კიდევ ლიმონათის ცეხშიც ვარ შესავლელი.ნუღარაფერს ვიტყვით ბარამბოს ქარხანაზე.დესერტი,ბატონო ნიკო,დესერტი ხომ მინდა არაა??
ქალბატონო რუსუდან,ვინ უნდა გაატაროს აბაზანაში,ცხელი წყლის წვეშ.დრო,მანამ სანამ ორთქლისაგან გამოწვეული უჟანგბადობა არ დააწყებინებს ქოშინს???ვინ უნდა განასახიეროს წვიმაში მდგარი მომღერალი,რომელიც თავის გატეხილ გულზე მღერის.თანაც ეს ყველაფერი ურიცხვი წარმოსახვითი გულშემატკივრის წინაშე??შამპუნის ყოველი წასმისას ვინ უნდა ითამაშოს ლორეალის რეკლამის რომელიმე ლამაზმანის როლი,ან რეკომენდაცია გაუწიოს "head&shoulders"-ს(ეს გააჩნია რომელი შამპუნით ვიბან,დიდად პატივცემულო)??მერე ფენით თმების გაშრობისას,ვინ უნდა წარმოიდგინოს თავი პოდიუმზე გამომსვლელ მოდელად,რომელსაც სიარულისას პროტეინის ფილამენტების ეს უჩვეულო ნაკრები ლამაზად ეფინება მხრებზე???
ბატონო ირაკლი,თქვენ არც კი იცით დროის როგორი მშთანთქველია ყველა იმ სიმღერის ლაივების შესრულება,რომელთა ერთხელ მოსმენის აღიარებაც კი ხალხში თქვენს სტატუსს 0-ს ქვემოთ ჩამოიყვანს!!!!ზედმეტად დიდი დრო მიაქვს Busta rhythmes,Lil Wayne,Wiz khalifa-სა და Nicky Minaj-ის სიმღერების "გარეპვას",რის შემდეგადაც თავბრუსხვევითა თუ ენის კუნთების დამბლით,გულშეწუხებულიუნდა წამოვწვე და ცხოვრებაზე დავფიქრდე...
მოტივაციის ასამაღლებლად ვიდეოების,პოსტებისა თუ სურათების ცქერას დრო ხომ უნდა??ყველა წარმატებული ადამიანის გამონათქვამებიანი ფოტოები არ გადმოვიწერო,მერე დესკტოპზე არ დავაყენო,გარდა ამისა არ გადმოვხატო ფურცელზე,რათა შემდეგ სამუშაო მაგიდის წინ დავკიდო???
ქალბატონო თამარ,რთულია არ დამეთანხმოთ რომ სერიალების 23534643 სერიის ყურებას დრო უნდა!მერე ჯერ კიდევ მიმდინარე TV შოუების,ახალი ეპიზოდების გამოსვლას ლოდინი ხომ სჭირდება არა??თან როგორ იციან ხოლმე,ჯერ ინგლისურად დადებენ და საუკუნის მერე თარგმნიან რუსულად...
ახლების წაკითხვაზე რომ არაფერი ვთქვათ,ძველი,საყვარელი,უკვე გადასანსლული და კარგად მონელებული,წიგნების ხელახლა შესრუტვას,კი გეთანხმებით იმდენივე დრო უნდა რამდენიც თქვენს მიერ დავალებული პროქტის გაკეთებას.თუმცა რადგანაც ერთხელ ვცხოვრობთ,ჩემთვის პრიორიტეტული მეტი სიამოვნების მიღებაა.მოცემული პროექტის powerpoint-ში აწყობას კი ბედნიერების ნაკრძალიდან-მოწყენილობისა და დეპრესიული ფიქრების ხეობისაკენ მივყავარ!!!
ბატონო არჩილ,ნუ ჭმუხნით
წარბებს!!!!!!თქვენ მართლა არ იცით რაოდენ ჩამთრევია შპალერის ყურება,დიადი მომავლის
დაგეგმვა,იატაკზე წოლა,ნობელის პრიზისა თუ პულიცმერის პრემიის აღებისას წარმოსათქმელი
სიტყვის შედგენა,სარკეში სურათების გადაღება,ტანსაცმლისა თუ წიგნების თაროების მეათასეჯერ
გადმოლაგება-ორგანიზება-ხელახლა დალაგება როდესაც რაიმე პროდუქტიულის გაკეთება გაქვს
დავალებული.ნურაფერს ვიტყვით ოჯახის წევრებისთვის ჩამოვლაზე იმის სათქმელად რომ მნიშვნელოვანი
ტესტისთვის უნდა იმეცადინო და ხელი არ შეგიშალონ,მესენჯერით ყველა შემოსული მეგობრისთვის,ნაცნობისთვის,ვიღაც
ეგვიპტელისთვის,დედაშენის დაქალისთვის,აი იმ სიპატიური ბიჭისთვის,დასალაიქებელ ლინკებს
რომ გიგზავნის იმისთვის,კიდევ იმ სიმატიურ ბიჭთან რომ სურათები(და არ იცი რა კავშირი
აქვს) გოგოსთვის და დაბადების დღეზე გაცნობილი ახალგაზრდისათვის წერილის მიწერა შიგთავსით-"უნდა
ვიმეცადინო.თუ შემოსული მნახე გამლანძღე და გამახსენე რომ უსწავლელი ქალი არავის უნდა.ისიც
მომწერე გამონაკლისია ის შემთხვევა მანდილოსანი ლამაზია თუა.მარა რომელი ვიქტორია სიკრეტის
მოდელი მიგდიხარ"!!!!!
No comments:
Post a Comment