Sunday, April 26, 2015

ანი კლაიპედაში.დღე 1-2

რომელიღაც ბრძენს უთქვამს იმოგზაურეთ რათა უფრო შეგიყვარდეთ სამყაროო.ჩემთვის კი,რომელსაც ისედაც ძლიერ უყვარს დედამიწა,რაიმე ახლის ნახვა,სულ სხვა გარემოში აღმოჩენა ისეთივე გასაგიჟებელი სიხარულის მომტანია როგორც საღამოს სამუშაოდან დაბრუნებული დედის(ან რომელიმე სხვა ზრდასრული მოქალაქის) ხელში ერთჯერადი ცელოფნის პარკის დანახვა.თან რომ იცი რომ იქ არც ზეთი,არც პური და არც ამდაგვარი სხვა რამ საშინელება არ დევს,არამედ ნაყინი ანდა "ნუტელა"!!!

დღემდე ჩემი მთავარი მიზანი მსოფლიოს შემოვლაა.მაგრამ საუბედუროდ საქართველოს საზღვრები არასდროს დამიტოვებია,..აქამდე ;) ორი კვირის წინ მქონდა შესაძლებლობა ხუთი დღე დავრჩენილიყავი კლაიპედაში,ლიტვაში.

ამ და მომდევნო რამდენიმე პოსტში ყველაფერს დაწვრილებით მოვყვები ჩემი ვიზიტის შესახებ!!
ყველაფერი იმით დაიწყო რომ "LCC International University"-ს მიერ თბილისში ჩატარებული კონკურსი,ინგლისურად სიტყვის წარმოთქმაში,მოვიგე.შემდეგი ეტაპისათვის სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებულები კლაიპედაში შევიკრიბებოდით ფინალური ეტაპისათვის.ამიტომაც 15 აპრილს,მე და ნინო(დასავლეთ საქართველოს რჩეული)ჩავსხედით თვითმფრინავში და უცხო მიწისაკენ გავფრინდით.
სამ საათიანი ცაში და ოთხსაათიანი მიზაწე მგზავრობის შემდეგ მივადექით უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს.

ოთახს სამნი:მე,ნინო და არინა ვიყოფდით.პირველ დღეს ყველა დაღლილი იყო,ამიტომაც მალევე დავწექით.
მე და ნინაჩკა:)))
(მარცხნიდან მარჯვნივ):ვალერია,არინა,ნინო,მე და ვიკტორია.
მეორე დღეს კი იმის შემდეგ რაც კონკურსი ჩატარდა(ვიკტორია:პირველი ადგილი;ნინო:მეორე;თქვენი მონა-მორჩილი:მესამე)გავემართეთ კლაიპედას დასათვალიერებლად,

პარკი,რომელიც სასაფლაოდ გადაიქცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ვფიქრობ იმ ხალხს რომელთაც ამ ცილინდრზე გამოფენილი ავტობუსის განრიგის წაკითხვა შეუძლია ერთი ნობელის პრიზი აუცილებლად ეკუთვნის.
როგორც ბებიაჩემი იტყვის,ბალტიის ზღვა ისეთი რამაა,კაცს ერთხელ მაინც უნდა გქონდეს ნანახი.არ შემიძლია არ დავეთანხმო.ასეთი ძლიერი ტალღების შემყურე თავისუფლად დაიჯერებ რომ პოსეიდონიც არსებობს,ქალთევზებიც და შესაძლოა სწორად ახლომახლოში დუღს ელიტარული ცხოვრება წყალქვეშა სამეფოებისათვის.
დღის დასასრულს აკროპოლისსაც ვეწვიეთ.თუმცა ლიტვის აკროპოლისი მხოლოდ და მხოლოდ კარფურის ხელაა და ისიც სავაჭრო ცენტრია.
(გაგრძელება იქნება...)

















No comments:

Post a Comment