Saturday, April 11, 2015

ანი სოფელში

ჯემპრი-დედაჩემის თინეიჯერობის წლებიდან,სპორტული-შეძენილი 2007-ში ბებიაჩემის მიერ,მისი ზომისა,პლედი/პონჩო-დეიდაჩემის ფლობელობისა და ნასკები დედაჩემის მიერ ძღვნილი ჩემი უმცროსი დისადმი.
ჩემს ტანსაცმელს არაფერი დამართნია,ყველაფერი კარგადაა.უბრალოდ,არდადეგებზე ვარ,სოფელში.
არასდროს არ მიყვარდა სოფელში ჩამოსვლა.სულ ვტიროდი,წამიყვანეთთქო.ახლა კი პირიქით,ერთი სული მაქვს ხოლმე თბილისს გამოვექცე და ბებიასთან ჩამოვიდე.რასაც ვერ ვიტანდი ბავშვობაში,ახლა სიხარულისაგან გულს მიჩქარებს.ვგულისხმობ მარტო ყოფნას და სიმშვიდეს.
სულაც არ ვარ ჩაკეტილი ადამიანი.მეგობრებთან ერთად დროის ტარებას არაფერი მირჩევნია,თუმცა ვეთანხმები რეიჩელ ბრათენის სიტყვებს:"ბალანსი ყველაფრის გასაღებია.თუ მთელ ღამეს ცეკვაში გაატარებ(რასაც ხშირად ვაკეთებ),დაკავდი იოგათი მეორე დღეს.შეჭამე შოკოლადი როდესაც შენ გულს სურს და შეახრამუნე სალათი როდესაც შენს სხეულს სჭირდება.მთელი შაბათი გაატარე ქუსლებზე,ხოლო კვირას კედებით ირბინე.იცხოვრე სწრაფად და ნელა.იმოძრავე და გაჩერდი.იყავი მამაცი,ხმამაღალი,სპონტანური და ამავდროს მშვიდი,მომთმენი,თავმდაბალი და მშვიდობიანი.გადაწყვიტე როგორ გინდა იცხოვრო!"
ამიტომაც როდესაც ქალაქის დამღლელ,უძილო,გამომფიტველ ცხოვრებას ვცილდები,როგორც ერთხელ დიადმა ტეილორ სვიფტმა თქვა,ვცხოვრობ მოხუცივით.ვკითხულობ,მძინავს,ვვარჯიშობ,კიდევ მძინავს და დავდივარ უზღვევს.
დღესაც,მოვისხი პლედისებური პონჩო,ავაფხიკე ჩემი და სავარძელს და ვენახებისაკენ მიმავალ გზას დავუყენე.

სასტიკი შიში მაქვს რომ საკმარისს არ ვნახავ,არ განვიცდი,არ წავიკითხავ,არ გავიგებ,არ შევხვდები.თუმცა შიში ქრება რაც უფრო და უფრო მეტს ვაკეთებ სწორად ისეთს,მუცელს რომ მიწრიალებს.აღარაფერს არ ველოდები.არ ვიცდი რომ რამე "დამემართება",მე თვითონ "ვემართები" სამყაროს :)



No comments:

Post a Comment