ველი მოსაღამოებას და ტელეფონზე შემოსულ ზარს,რომელიც შემატყობინებს დღეს სად მივდივარ.ოთხი დღეა,სახლში დილის საათებში ვბრუნდები...ზაფხული მოვიდა!!!!
სანამ ახალგაზრდა ვარ,მინდა ახალგაზრდა ვიყო :)
მსურს შევხვდე ახალ ხალხს.ველაპარაკო და განვიხილო მათთან ერთად უამრავი სისულელე.გავიგო რა ფერი უყვართ,როგორ ყავას სვამენ,რას ფიქრობენ დიდი აფეთქების თეორიაზე,საათობით ვესაუბრო ყველაფერზე და არაფერზე.
მსურს ვიხეტიალო ქალაქის ნაცნობ თუ უცნობ ქუჩებში.ღამის საათებში დავაკვირდე თბილისს.ვიარო ბევრი,ჩემს მეგობრებან ერთად.
მინდა რომ უცნობი სახეები ნაცნობ და საყვარელ სახეებად იქცნენ.გავაკეთო მათთან ერთან ისეთი რამ,რაც 10 წლის მერეც,შემთხვევით ერთმანეთს გადაყრილებს ღიმილს მოგვგვრის.ვისუნთქო და ვიგრძნო,რა ლაღია ცხოვრება,როცა ასე ფიქრობ მასზე.
ჩავიდინო უამრავი მცირე შეცდომა:ერთი ჭიქით მეტი დავლიო ანდა ცეკვის დროს ბუნებრივი,არასტანდარტული,უხერხული მოძრაობები გავაცნო დედამიწას.
ვიცინო ბევრი,კარგ თუ ცუდ ხუმრობებზე.ვუთხრა კომპლიმენტი ყველა სულიერს და შევთავაზო მომავალ კვირას შეხვედრაც.
რადგანაც ცოცხლები მხოლოდ ერთხელ ვართ,ვიცოცხლო ისე რომ საკმარისი იყოს.
თათას მოხიტოები ნორმალურ ადამიანებს ცოტა უფრო ნაკლებ ნორმალურებად აქცევს.თუმცა მათი ბუნებრივი შარმი არ იკარგება,"მართლა ფხიზელი ვარ" გამოხედვა და "ერთზე მეტი არ დამილევია" ღიმილი შეიძლება არ ყვირის სურათებიდან,მაგრამ მაინც შესამჩნევია.
დაბადების დღეზე დალევა და არასტანდარტული ქცევა ყველაზე გამართლებული ქმედებაა დედამიწაზე ;)
წვეულება აუზზე :დ
მთავარია პოზიტივი მაშინაც შეინარჩუნო,როდესაც შენი მეგობარი შენზე წაძინებას გადაწყვეტს.
თქვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებელნი თქვენთითონვე ხართ.ამიტომ თუ ისე გამოვა რომ მოსაწყენი წლები გაგიტარებიათ,დამნაშავე მხოლოდ თქვენ იქნებით.
იმოქმედეთ მანამ სანამ ტვინი კარგად გადახარშავს გიჟურ იდეას!!!დამერწმუნეთ ასე უმჯობესია ;)