როგორც იქნა მაქვს დრო გავაკეთო ის რაც გულს მოესურვება.ვუყურო "Gilmore Girls"სა და"Girls"ს სამდღიან მარათონს,მთელი დღე პიჟამოში გავატარო,დილით გვიანობამდე ვიძინო,წიგნი ვიკითხო როცა და რამდენი ხანიც მინდა,იკაკოსთან(ბიძაშვილი) ერთად კინოში ვიარო,საათობით წამოვწვე იატაკზე და ჭერს ვუცქირო.
თუმცა ეს ყველაფერი მაქსიმუმ ერთი კვირა გაგრძელდეს,მერე ისევ ცხოვრების სურვილი წამომივლის.გაჭრილი ვიქნები ქალაქში მეგობრებთნ ერთად.თან რამდენიმე საინტერესო რაღაც მაქვს დაგეგმილი...!!!
მანამდე კი მინდა ბათუმის ამბები მოვყვე.
მოხალისე ვარ :) საბერძნეთის ჩეფ ატაშე.როდესაც ოლიმპიური ცეცხლი ჩამოვიდა მე და ჩემი მეგობრები ბათუმისაკენ გავეშურეთ.(გავეშურეთ რა,ოლიმპიურმა კომიტეტმა გაგვაშურა)უნდა მიგვეღო ღონისძიებაში მონაწილეობა,კონკრეტულად კი ბათუმის აეროპორტიდან პიაცამდე ცეცხლის გადანთებაში უნდა დავხმარებოდით სხვადასხვა სპორცმენებს.ჩემი მოვალეობა ჩირაღდნის გაზის ბაონჩიკის ჩართვას წარმოადგენდა.თუმცა ეს ოფიციალური სამუშაო მხოლოდ 3 საათს მოითხოვდა.ჩვენ კი ბათუმში 3 დღე ვიყავით...რა თქმა უნდა ვერთობოდით :)
წამოსვლის დღე გავათენეთ.პიაცაზე კონცერტი ორზე დავტოვეთ და მაჭახელაში გადავინაცვლეთ აჭარულების საჭმელად.ვიცინეთ,გავერთეთ,ჯიბეებიც დავიცარიელეთ.ამის შემდეგ ჩემს ოთახში ამოყო თავი საზოგადოებამ.განვიხილეთ მათემატიკის გამოცდიდან დაწყებული კორეის შეიარაღებული ძალებით დამთავრებული,ყველა აქტუალური თუ არც ისე აქტუალური თემა.დავწექით ხუთზე.ხოლო ავდექით ათზე.ჩემებს კარგ იდეად მოეჩვენათ კატერით ზღვაში შესვლა.პრობლემა ის იყო რომ,ერთ საათში თბილისში ვბრუნდებოდით.რა თქმა უნდა,ჩავთვალეთ რომ ყველაფერს მოვასწრებდით და კატერის დასაქირავებლად წავედით.
...მერე იდეა მოგვაწვა,შუა ზღვაში არ გვიცურავია...შუა ზღვაში ვიყავით...რაღაც მიეწყოსავით.მოკლედ ყოვლად მოუმზადებლები,წყალში სამოსით გადავეშვით.კაი იყო :)
პ.ს ბათუმის ტროტუარებზე ბრძნული გამონათქვამებია წაწერილი
შოთას სიტყვებმა ის დრო მომაგონა,როცა მე და ნინომ კლაიპედას ნაპირზე იგივე შეგონება მოვხაზეთ ქვიშაზე
No comments:
Post a Comment