Friday, June 19, 2015

ალგეთი(ანუ თბილი საწოლი vs მშობლიური მიწა)

ხვალ გამოცდა მაქვს.წარმატებულად ჩაბარების შემთხვევაში ჩემთვის ზაფხული დადგება.ხოლო თუ დამაკმაყოფილებელ ნიშანს ვერ მივიღებ,სავარაუდოდ სოფელში გამგზავნიან საცხოვრებლად.
ახლა იმის მაგივრად მასალა გადავიმეორო,არაფრის კეთებით ვარ დაკავებული.ხოდა ვიფიქრე რამე პროდუქტიულიც რომ იყოს და არადამღლელიც,ისეთ რამეს მოვიმოქმედებთქო.კემპინგის სურათების ატვირთვა არაჩვეულებრივ გამოსავლად დამესახა.
ეს იყო მაისი,ნაზი სიო ქროდა და ოდნავ ჟინჟლავდა.მეგობრები მანგლისის მარშუტკებთან შეკრებილიყვნენ და ხელმძღვანელს ელოდნენ.ხუმრობებს ყვებონდედნ,რომელზეც მხოლოდ რამდენიმეს ეცინებოდა.ღრუბლებშორის მიმალული მზე მაინც ათბობდა არემარეს თბილი სხივებით.ზურგს ათი კილო უმძიმებდათ.თუმცა ერთმანეთით იმდენად ბედნიერნი იყვნენ,სხვას ვერაფერს ამჩნევდნენ.

რა სიდებილეს მივედმოვედები.მოკლედ,ალგეთში ვიყავით ორი დღე.
აი რამდენიმე ჭეშმარიტება,რაც აწ უკვე გამოცდილმა ადამიანმა შემიძლია გადმოგილოცოთ:
საძილე ტომარაში ძილი ისეთივე არაკომფორტულია როგორც ის როდესაც მაღაზიის კონსულტანტი არ გშორდება და გეკითხება რა თანხის ფარგლებში არჩევ საჩუქარს.ბევრი მწერია,ანაკომის სუპებს გონებასთან ერთად ნელ-ნელა კუჭიც ეჩვევა.სველი ხელსახოცები გახდება თქვენი ჯაკუზიც და პირადი ჰიგიენის შემცვლელიც.ხომ იცით საპირფარეშოში რომ ძლიერ გინდათ ხოლმე და ტვალეტის დანახვაზე რომ გიორკეცდებათ სურვილი,იგივე დაგემართებათ წყალზე.მეორე დღეს სხვებთან  ძირითადად თავდახრილს მოგიწევთ კომუნიკაცია,რადგანაც კბილის ჩოთქი და პასტა გამოუყენებელი ნივთებია წყალი თუარ გაქვთ.
მოკლედ საშინელებაა,მაგრამ თუ მოგზაური ხართ და კომფორტულობა თქვენი პრიორიტეტი სულაც არაა:წინ მეგობრებო!!!თან მოგონებები,გამოცდილებასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე გაგყვებათ ;)

No comments:

Post a Comment