Monday, August 10, 2015

ცოტაოდენი სამეგრელო

იმდენი რამ მოხდა იმის მერე რაც ბოლო პოსტი ავტვირთე ვინ იცის!!!
ამ ცოტა დროში:გავიცანი ძააააალიან ბევრი ახალგაზრდა,გავსინჯე ძააააალიან ბევრი,ჩემთვის მანამდე უცხო,გემრიელი კერძი,ვიმოგზაურე როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ,ცხოვრების ოცნება ავიხდინე და ბევრიც ვიშოპინგე.
მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგისთვის.
დღეს(ღამეს,იმიტომ რომ ღამურა ვარ) მარტვილის კანიონის სურათების ატვირთვა გადავწყვიტე.
ჩემი ოჯახი მოგზაურობას და რაიმე ახლის ნახვას ისევე აფასებს როგორც მე.ამიტომ ნახევარ ზაფხულს,როგორც წესი,მანქანაში ვატარებთ.
მე,თათა(ჩემი და),ბებო,მაიკლი(ბიძაჩემი) და მათე სამეგრელოს ვეწვიეთ.
ვერ ვიტან ამ მონსტრთან ერთად მანქანით მგზავრობას.იმიტომ რომ სულ მე უნდა მეჯდეს კალთაში,გინდაც თავისუფალი ადგილი იყოს.მერე მეორე კოვზიან ნაყინს ჭამს ხოლმე და როგორც წესი ამ ნაყინის უმეტესობა მის კუჭში კიარა ჩემს მკლავებზე და მაისურზე ხვდება.
შემდეგი გაჩერება სალხინოს სასახლე იყო.
ამის მერე მივხვდი რატომ არ წარმოედგინათ თავადებს,ან საერთოდ მდიდარ ხალხს,ფუფუნების გარეშე ცხოვრება.


No comments:

Post a Comment