არის!!!თბილისს დავუბრუნდი!მზად ვარ უმორჩილესი თავდადებით გადმოვცე ჩემი წარსული და აწ მომავალი თავგადასავლები!
ამ თვეში ჩანაფიქრის დონეზე მაქვს ყოველღე წერა და ვნახოთ რა გამოვა.
2015 წლის ზაფხული ჯერჯერობით ყველაზე მაგარი აღმოჩნდა.სამი თვის მანძილზე სახლი ჩემთვის მხოლოდ არსებით სახელს წარმოადგენდა,რომელსაც არც ისე ხშირად ვახსენებდი.უსაყვარლესი წითელი ზურგჩანთა ხშირი გამოყენებისაგან ისე გაიცრიცა ვარდისფერიც აღარ ეთქმის.მოვიარე საქართველო და იტალია.ბევრი მოგონება დამიგროვდა,რომელთა არ ხსენებაც ცოცხლად შემჭამს.ამიტომაც ვოილაა,გახსნილად ვაცხადებ დაუსრულებელი ბლუყუნის სეზონს!
დღე 1:"სექსი დიდ ქალაქში"-ლაბაძეებში
სამი საათი მინივენში ჯლაყუნის შემდეგ ჩემმა ფილტვებმა ჩაისუნთქეს დიღმის ჰაერი.ოფიციალურად თბილისსში ვიყავი.
სახლში დაბრუნებული,სასწრაფოდ ჩავერთე უკვე კარგა ხნის ჩაფიქრებული წვეულებისათვის მზადებაში.დღეისათვის სამანტა ჯონსობა უნდა მომერგო.
ბებიაჩემის პიჯაკი და მარგალიტები,ნაცრისფერი ქვედაბოლო,ტყავის ხელჩანთა და ქუსლები.ცოტა ჩემიც შევაპარე,მაგრამ(არც ჩემი გმირი იტყოდა უარს წითელ ტუჩსაცხზე) ვფიქრობ ნიუ-იორკელი დამოუკიდებელი სამანტა არ დავკარგე.
დანიშნულების ადგილას მელოდებოდა:ნუცასეული მირანდა,ანასეული შარლოტა და მარისებური ქერი.
მარი უკვე სტუდენტია და ჩვენ...ჩვენ ისევ ჩვენ ვართ უბრალოდ უფრო საინტერესო ამბებითა და ხარისხიანი ფეხსაცმლით.
საათობით ვიმსჯელეთ მომავალზე,რომელიც უკვე ასე ახლოა და რომელიც ყველა ჩვენგანს ერთნაირად აშინებს.არავინ იცის ასი პროცენტით ვინ უნდა იყოს..მაგრამ ვინ არ არის დაბნეული?ვინ არ უსვამს თავის თავს კითხვას:"ნამდვილად ეს მინდა?" ან "რომ შევცდე?".
ააააჰ,სულ არ მაინტერესებს,ვიღაცას უთქვამს ადამიანი შეცდომებისთვისააო გაჩენილი.ხოდა სწორად მაგას ვიზამ.მერე რა თუ მეორე კურსზე აღმოვაჩენ რომ მათემატიკოსობას ჭრა-კერვა მირჩევნია?ანდა გავიგებ რომ დღევანდელი ოცნება,სულაც არ არის ის რაც ხვალ მენდომება!ამასხომ მაშინ მივხვდები თუ ვცდი.ვინანებ მაგრამ ვცდი.მერე მეცოდინება.თუმცა ეს ყველაფერი ხვალ :)
დღეს კი-მე სამანტა ვარ,
ნუცა-მირანდა
ანა-შარლოტა
მარი კი-ქერი
No comments:
Post a Comment