არავინ შემაწუხებს,მეტყვის დაიძინე კომპიუტერი კი გამორთეო,ამიტომაც ერთი უხსენებელი სერიალის მთელს სეზონს ერთ ღამეში ვუყურე.მზის ამოსვლისას თვალები დანახშრებული მქონდა.ამავე დროს,რატომღაც ჩემი მობილურის კეთილდღეობის საკითხმა შემაწუხა და მეორე ოთახში გათიშული მარიამი გავაღვიძე.მარიამმა საწოლზე გიდევსო,დავბრუნდი და საწოლზე იდო,სწორად იქ სადაც ერთი წუთის წინ ვიჯექი და სერიალს ვუცქერდი.დამშვიდებული იმწამსვე გავითიშე და მომდევნო დღის 3 საათამდე მეძინა.მეგობრებო,ეს ჩემებური გაგებაა დამოუკიდებული ცხოვრებისა და თავაწყვეტლი გართობის.
უნდა ვახსენო ჩემი საუზმე,რომელიც წინა დღით ჩვენ,ანუ ვირტუოზმა მზარეულებმა,შევაკოწიწეთ.თქვენს წინაშეა ბანანისა და შვრიის ორცხობილები!!
საერთოდ მე ბრმად მჯერა არითმტიკული პროგრესიისა რეცეპტებში.ანუ თუ წერენ ორი ბანანი და ოთხი კოვზი შვრია დაგჭირდებათო და მე მხოლოდ ერთი ბანანი მაქვს,მაინც ჩაფიქრებულის გამოცხობას ვეცდები და ორ კოვზ შვრიას გამოვიყენებ.
ანდა თუ წერენ 120 გრადუსზე 20 წუთი უნდა გამოცხობაო,მე 240 გრადუსზე 10 წუთში,იოლად გაკეთებული საქმის მწამს.
სწორად ამიტომაც ჩემი სამზარეულოში შესვლისას ოჯახს უკვე გამოძახებული ყავს მეხანძრეთა ბრიგადა,ორი სასწრაფო და პოლიცია.
არც ეს დღე იყო გამონაკლისი.ორცხობილები დავწვით,თან მგონი ბოლომდე გამომცხვარიც არ იყო,მაგრამ მაინც მივირთვით.უკვე მერვე საათია კარგად ვარ და რავი...
საღმოს მე მეგობრების სანახავად გავედი.შინ მარტო მარიამი და ჩემი კამერა დარჩა.სხვანაირ შედეგს არც ველოდი...
No comments:
Post a Comment