Friday, October 2, 2015

ბოლო პირველი დღე

სწავლა დაიწყო :(
ბოლო პირველი დღე ორი კვირის წინ იყო!!
სულაც არ მწყინს სკოლის დამთავრება,თუმცა ძალიან მომენატრება ის ყოველდღიური ერთფეროვნება რაზეც ამდენს ვწუწუნებდი გასული წლები.
სულ ერთი და იგივეა,არაფერი იცვლებათქო და ახლა როდესაც ნამდვილად ხდება რაღაც და ცვლილებაც უფრო და უფრო ახლოვდება,მე უფრო და უფრო ვქათმდები.ვარ კი იმდენად გაზრდილი დამოუკიდებლად მიმიშვა?არა,სივში და ნებისმიერ სამოტივაციო წერილში იცოცხლე,ჩემნაირი დამოუკიდებელი ამერიკაც არაა,თუმცა რეალურ ცხოვრებაში,ჩემი კლასელებიც და მეც 17 წლის ღლაპები ვართ.
იმ დღეს ნუცამ დარეკა მაკარონი როგორ მოვხარშოო.მე უფრო მიჭირს.
გუშინ ოჯახს ვაცინებდი და მერე ასე,სიცილ-სიცილში ოთახიდან გასვლისას კარებს შევეჯახე.კვირაში ერთი ხუთჯერ ვიღაც უცნობს ვესალმები,რომელიც თავისთავად ჩემს უკან მდგარ ნაცნობს უღიმის.დამოუკიდებლად ქალაქში ვერ გადავადგილდები,იმიტომ რომ ერთი ხუთჯერ გზა უნდა შემეშალოს!არჩევანის თავისუფლება ჩემში იმით გამოიხატება რომ ჯანსაღი საჭმლის მაგივრად,ვენდისში წავიდე.
                                              ბოლო პირველ დღეზე ვლაპარაკობდი.
სკოლაში-არაფერი მნიშვნელოვანი.მივედით,ვნახეთ ერთმანეთი,ვსო.
საინტერესო მოგვიანებით მოხდა!მარიამი 18 წლის გახდა!!
გავერთეთ,ვიცინეთ,არ დაგვილევია...
ისე როგორ იქნება აქაც არ ვთქვა ერთი-ორი სიტყვა ბავშვზე.
არ მახსოვს როგორ გავიცანი,უბრალოდ მარი სულ იყო და ზებუნებრივმა ძალებმა მაშორონ იმის გაგება უშენოდ როგორია ყოფნა.ზუსტად,ყოფნა იქნება და მეტი არაფერი.
შენი იუმორი ცალკე ხელოვნების დარგია,ვიცი რომ არასდროს მეტყვი ტყუილს და როდესაც ვინმე ცალმხრივად მომწონს,ძალიან ლაღად,ერთს გამომხედავ: "ყველა იდიოტიაო" და მერე სერიალის გმირების ავ-კარგზე ვიმსჯელებთ ორი საათი.ოქრო ხარ ადამიანო,ოქრო!!შენნაირი არ დადის არავინ!
ბრძნული დარიგებით დავამთავრებ:შენ გაბი უნიონი ხარ და ის შენი ვეიდი სულაც არაა.

No comments:

Post a Comment