სახლში მარტო ვარ!!
ვერთობი ძალიან მაგრად!!ყველა საჭირო ნივთი ოთახში გადმოვზიდე,აქვე ახლოს რომ იყოს,ვაიდა დამჭირდეს რამე,ხომ არ ავდგები და გავალ!
მიხარია რომ დედამიწაზე არსებობენ ისეთი ბავშვები,რომელსაც მშობლები სახლში არ ტოვებენ მარტო,იმიტომ რომ ნერვიულობენ,მეგობრებს მოიყვანს,წავა გართობა,სასმელი,ტანცაობა,რამე-რუმეო.
მე ეგეთი არ ვარ,დედაჩემს ჩემი მარტო დატოვების იმიტომ ეშინია,რომ შესაძლოა ხალიჩას წამოვდო ფეხი,წავიქცე და დავინვალიდდე,ანდა სამზარეულოში ენთუზიასტი კულინარის როლში შევიდე და აღვიგავო მიწისაგან პირისა,ანუ ცეცხლმოკიდებულ ტაფას ვემსხვერპლო.უფრო დიდი შანსია იმდენ ფილმს ვუყურო მიყოლებით,ისედაც შესუსტებული მხედველობა სრულიად გავაქრო...მიყვარს ჩემს თავზე მუშაობა საერთოდ.
--------
მორჩა ჩემზე საუბარი,ორ ადამიანზე მინდა დავწერო.
გთხოვთ გაავრცელეთ,რათა ყველამ ნახოს!ასეთი ხალხის ქუჩაში მარტო გაშვება არ შეიძლება!!!
ივლისსში იტალიაში ვიყავი კინოფესტივალზე.მიუხედავად იმისა რომ ბევრი დაუჯერებელი რამ გადამხდა თავს და უამრავი ოქრო მოგონება დავაგროვე,ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამ ორი ოქრო ადამიანის გაცნობა იყო.

დათო და თიკა.
იტალიაში თავს გადახდენილ ამბებს არ მოვყვები,რადგან ჩვენივე კეთილდღეობისათვის შევთანხმდით ასეთი რამ არ მომხდარიყო.აქ რას ვშვებით ხოლმე იმას ვიტყვი.თან ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით,ყოველი პუნქტის შესრულებით.
ნაბიჯი 1.დათქმულ ადგილას მისვლა
ნაბიჯი 2.ეგზორციზმის 15 წუთი.თიკას ჯადოები და ხალხის შეჩვენება
ნაბიჯი 3.ზარაში შერბენა და ახალი კოლექციის მოზომება

ნაბიჯი4.რომელიმე არაჯანსაღი საკვების ქსელში,ჩამოჯდომა და უზრდელური ხუმრობებით თავის შექცევა.
ნაბიჯი5.იდიოტური სიტუაციების გათამაშება და სურათების გადაღება

ეს ორი ადამიანი საფრთხეს უქმნის საზოგადოებას.
ერთის მკვლელი მზერა და მეორის მკვლელი ქერა თმა,მართლა კლავს!!!მათი იუმორი შხამის მომაკვდინებელ დოზას შეიცავს...
ვერავინ დაგიცავთ.ორივე მალე,უმტკივნეულოდ და სწრაფად შეგიყვარდებათ!!
No comments:
Post a Comment