აააააააა,რამდენი რამ მოხდა ამ ბოლო 4 დღეში ვერც კი წარმოიდგენთ!
ხოდა ზუსტადაც,
თქვენი გონება რომ ვერ გასწვდება ჩემი სულიერად და მენტალურად შეშლილი მეგობრების ავან-ჩავანების წარმოდგენას,ვარ მე,
რომ დაწვრილებით აღვწერო ყველა პაწაწა
(დარწმუნებული ვარ ნუცა ამ სიტყვას ჩემი ინტონაციითა და ხმით წაიკითხავს,იმწამსვე სიცლი აუტყდება და სკამიდან ჩამოვარდება.პერსონალური გამარჯობა შენ,ლამასო!) თავგადასავალი,რაც კი გადაგვხდომია და აწ მომავალში გადაგვხდება!
პირველი-ნუცა ლაბაძეა.მეორე-მე.
ჯამში,დათქმულ დროს ერთი საათი გადავაცილეთ მაგრამ,ხომ იცით,ერთ ბრძენს უთქვამს-თუ ყველა აგვიანებს,დაგვიანებული არც ერთი გამოდისო.ჰოოოო,სიბრძნეს ვეტანები,კი.
მოკლედ მე,ნუცამ და თათომ ყურადღებთ დავიარეთ მუზეუმის ერთი ციცქნა ოთახი და ნიჭის სუნი რომ ვერ ვიყნოსეთ,წარმოდგენილ ხელოვანებს შორის,მალევე დავიშალეთ.მე და ნუცა არაჯანსაღი კვების ქსელისაკენ გამოვეშურეთ,თათო ბიბლიოთეკისაკენ.
საღამოს ორივეს ქართული გვქონდა.ნამეცადინები კი-არცერთს.
წვიმას ვენდისში გავერიდეთ და თან შევიყოლეთ გაუნათლებლობის,გრამატიკული შეცდომებისა და უცოდინრობის მთელი ტვირთი.
საბედნიეროდ,მე იმ დღეს ქართული გამიცდა!მეორე დილას დამიბარეს.
ჩემი ცხოვრებიდან კი,უკვე იცით,ბევრის სწავლა შეიძლება.აქედან რა მორალი უნდა გამოიტანოთ?
თუ მეცადინეობასა და მეგობართან ერთად გამოფენაზე წასვლას შორის არჩევნის გაკეთება მოგიწევთ-აუცილებლად მეორე აირჩიეთ.თუმცა მე სკოლაც არ დამიმთავრებია,ქართულშიც ძაააააააააააალიან ჩამოვრჩები და სანდო ადამიანიც არ ვარ.სამაგიეროდ ის ვიცი რომ თუ ვინმესთან ერთად პერიოდულად არ აიტკიებთ სიცილისაგან ლოყის კუნთებს,რუტინა და განათლება შორს ვერ წაგიყვანთ ცხოვრებაში.
No comments:
Post a Comment