Tuesday, October 6, 2015

წითელი ცხვირი და ბრაუნი

დაუჯერეთ უფროსებს!
რაც არ უნდა საოცარი იყოს თქვენზე მეტი მართლა იციან!მწარე გამოცდილებიდან ვამბობ.
ერთხელ არ ჩავიცვი თბილად და აჰაა,პლედებით დახუნძლული,მივკუჭულვარ მკვდარივით და იმდენად მოჭუტული თვალებით ვიყურები გარშემო,ოჯახს მეზობელ ლინას ვაგონებ,საფირმო გამოხედვით :"რაც არ უნდა გააკეთო,გავიგებ,განგსჯი,ოჯახსაც მივუტან ენას და მერე ყავას მშვიდად დავლევ,ამ თაობის წარწყმედასა და ხელიდან წასვლაზე ფიქრში".
კარგი რამაა გაციება!უფროსული ვერსიაა "დედა,მუცელი მტკივა.დღეს სკოლაში ვერ წავალ"-ის.ყველანაირი უფლება გაქვს უარი თქვა ცხოვრებაზე,უფუმფულეს პლედში შეძვრე და სინდისის ქენჯნის გარეშე ფილმებსა და სერიალებს უყურო.
და ეს მეგობრებო,სწორად ისაა რასაც მე ვაკეთებ!
 
თუმცა ბრაუნი შევაკოწიწე და ამით ამოვწურე დღის წილი პროდუქტიულობისა.
საერთოდ მიყვარს კონკრეტულად ამ დესერტის გამოცხობა.ორი ერთშია!
ყველაზე იოლი გამოსაცხობია,უბრალოდ ცოტა ხანი უნდა ურიო ერთმანეთში არეულ შოკოლადს,კაკაოსა და შაქარს,ითვლება რომ საქმე გააკეთე!ამავდროულად ყველაზე დიდ საჩუქარს იღებ-თვითონ ბრაუნს!
 
მეცადინეობას მაინც ვერ ავცდი...
ეს ჩემი საყვარელი ნასკებია.არამხოლოდ იმიტომ რომ ლამაზი შესახედია,ამ ნასკს თავისი ისტორია აქვს!
თითქმის ყველა ჩემს ნივთს ან რამე ქვია სახელად ან ამბავი გადახდა ისეთი რომ მომიჯოკრა ცხოვრებაში.არც ეს ნასკია გამონაკლისი.
იტალიაში გაფრენის დღეს მეცვა.რომში ჩასულს უნდა გამევლო საზღვრის დაცვაში.ჩავაწყვე ნივთები ურიკაში,თავის გზაზე გავუშვი და მეც ჩემ გზას დავადექი მეტალოდეტექტორისა და ყველაზე სიმპატიური იტალიელი დაცვისაკენ.შუა გზაზე შემაჩერა გატეხილი ინგლისურით ფეხსაცმელიც გაიხადეთ,თუ შეიძლებაო,არადა კეტები მეცვა.მე ზრდილობიანად გავუღიმე და გავიფიქრე:"....."
თუმცა არა,არ ღირს საჯაროდ თქმა იმისა რაც გავივიქრე.
მოკლედ,გავტანტალდი ნასკებით,ჩემმა დაცვამ კი დამხედა ფეხებზე მითხრა-ძალიან საყვარელი ნასკები გაცვიათ,მადამო და ყველაზე ლამაზი ღიმილით,რაც კი ადამიანის სახეზე შეიძლება გამოისახოს,გამიღიმა და ჩანთა მომაწონდა.
იტალიიდან წამოსვლა არ მინდოდა!არა,კონკრეტულად იტალიის იმ ადგილიდან არ მინდოდა წამოსვლა.იქ დავრჩებოდი.იმ ალესანდროსთან,გაეტანოსთან,პიეროსთან ან კიდევ რაც ქვიათ ხოლმე იტალიელებს.
 
უკან რეალობაში:
მე-ვკვდები გაციებისა და დრამისაგან რომლის ერთადერთი წყაროც ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ "ექიმი ფოსტერი" და "სექსი დიდ ქალაქშია"
ჩემი იტალიელი-კი ალბათ სხვა მგზავრს ავსებს კომპლიმენტებითა და უნაკლო,"ქოლგეითის" ღიმილით.
მორალი-როდესაც ბედნიერებას დაინახავთ ჩაებღაუჭეთ,ხელი არ გაუშვათ,მასთან დარჩით!!!!
შეიძლება დეპორტი გაგიკეთონ ყველაზე სიმპატიური დაცვაზე თავდასხმისათვის,მაგრამ ღირს.
ცოტა ავად ვარ,არ დამეჯერება არც ერთი სიტყვა.

No comments:

Post a Comment