Monday, September 22, 2014

ეპიგრაფები :)))


თხზულებას ან მის ცალკეულ ნაწილებს წამძღვარებული ციტატა,ანდაზა,პოემა და მისთანები ქართულ ენაზე ეპიგრაფად იწოდება.ავტორები მათ იმ შემთხვევაში მიმართავენ თუ სურთ მკითხველმა გაამახვილოს ყურადღება ლიტერატურული ნაწარმოების დედააზრზე.ანუ წესით და რიგით წიგნის სათქმელი ასე თუ ისე გამოიხატება ეპიგრაფში.თუმცაღა ამ უკანასკნელთა უმრავლესობა პირველი წაკითხვისას ზედმეტად დამაბნეველია და მხოლოდ უკანასკნელი თავის ბოლომდე მიყვანას შეუძლია მოჰფინოს ნათელი მათში ღრმად ჩამარხულ სიბრძნეს.

თუმცაღა არის ხოლმე ის ბედნიერი გამონაკლისებიც როდესაც ეპიგრაფი სიბრძნით,მორალითა და ირონიით დამძიმებული წინადადების ბრახა-ბრუხი არ არის,არამედ პირიქით შესაძლოა ისეთი ნამდვილი,უბრალო და მართალი ოცი ასოს ერთობა გამოდგეს ზუსტად სულზე რომ მოგისწრებს და ემოციების(ან თუნდაც მოგონებების)ქარცეცხლში გადაგაგდებს.

იმისათვის რომ ჩემი წიგნები გადამექოთქოთებინა და ეფიგრაფები მომეძებნა ჩემს ძვირფას დროს საათ-ნახევარი მოვაკელი.შედეგმა ფრიად გამაოცა,მათი ნახევარი თუ არა ორმოცი პროცენტი მაინც ისეთი გამოდგა რომელთაც მიძღვნებსა და პირველ თავს შორის დატოვებული ადგილი ამოვსებული აქვთ ცნობილი ავტორების,ხელოვანების,პუბლიცისტებისა თუ უბრალო ხალხის გონებამახვილური,სარკასტული თუ ქკუის სასწავლებელი გამონათქვამებით.

მაშ ასე ქალბატონებო და ბატონებო(ანუ უფრო მოკლედ,ჩემო ოთხო მკითხველო),წარმოგიდენთ ჩემი საყვარელი ეპიგრაფების ნაკრებს :)))
წიგნი:ქურდების მბრძანებელი;ავტორი:კორნელია ფუნკე
მიზეზი რის გამოც ეპიგრაფი ერთ-ერთი ჩემი საყვარელთაგანია:იმიტომ რომ ასეთი უბრალო,მაგრამ მწარე სიმართლე მარტო დედაჩემის პირიდან მაქვს მოსმენილი.
წიგნი:კორალაინი;ავტორი:ნილ გეიმანი
მიზეზი რის გამოც წიგნი(ისევე როგორც მულტფილმი)უბრალოდ Rocks:იმიტომ რომ ავტორი ნილ გეიმანია,ფფჰჰ!!ხოლო ჩესტერსონზე მე რაღა უნდა ვთვა?მის დავიკიპედიებას თქვენ მოგანდობთ
წიგნი:ნუ მოკლავ ჯაფარას;ავტორი:ჰარპერ ლი
მიზეზი რის გამოც ეპიგრაფი და ასევე წიგნი მიკლავს სულს,გულს,ყველაფერს...:სამი სიტყვა:"simple,but effective"
წიგნი:ცხოველების ფერმა;ავტორი:ჯორჯ ორუელი
მიზეზი რის გამოც ეს კაცი გენიოსია:მოკლე ისტორია.ძალიან დიდი ხნის წინ,შორს კოსმოსში...არა,ასე ძველი არა,ასე ორი წლის წინანდელი ამბავი.ჩემს გაუნათლებელ თავს არ ჰქონდა ასევე საკუთარი თავის ერთ-ერთი მომავალი ყველაზე საყვარელი ავტორი წაკითხული(აი ეს ბატონი,ზემოთ რომ მიხსენებია)და მისი ყურადღება მხოლოდ ამ შვიდმა წინადადებამ მიიქცია.Provocative,promising...Orwell :D

წიგნი:city of heavenly fire;ავტორი:კასანდრა კლერი
მიზეზი რის გამოც ეს ქალი ყველაზე მაგარ ეპიგრაფებს არჩევს:არის ის რომ ამ ძვირფასმა ლედიმ იცის თუ რაოდენ უხდება  შავბნელი ავტორებისა თუ ნაწარმოებების ციტატები მის არანაკლებ მუქ ფერებში დაწერილ წიგნებს.
წიგნი:ფორესტ გამპი;ავტორი:უინსტონ გრუმი
მიზეზი რატომაც...:არ უნდა ამას მიზეზი!რატომ და იმიტომ!!
წიგნი:A handful of dust;ავტორი:Evelyn Waugh
მიზეზი რამაც დაამსახურებინა ეპიგრაფს ჩემს ტოპ ლისტში მოხვედრა:პოემის ნაწყვეტის წაკითხვის შემდეგ ვფიქრობ,ეს კითხვა უადგილოა!

ასე და ამგვარად მეგობრებო.აქ მოვრჩები წერას,სანამ მძიმე არტილერიის გამოყენებით არ ავუფხეკივარ სკამიდან დედაჩემს.ჩემით!ჩემით,მშვიდობით წავალ,თანამეინახენო!(უი,ამ პოსტის იდეა არაჩვეულებრივი და განუმეორებელი სანესგან ვისესხე.დავტოვებ ლინკს და თუ გსურთ ინახულეთ:))


1 comment:

  1. http://booksandquills.blogspot.com/2014/04/epigraphs.html - sanes posti

    ReplyDelete