დღეს ერთ-ერთერთი იმ დღეთაგანი იყო როდესაც არაფერს არ ვაკეთებდი.დავაიგნორე წასაკითხი წიგნები,დასაწერი ესეები,გერმანულის საზეპიროები,ფიზიკის კონსპექტების ზღვა და ასე შემდეგ.სია უსასრულოდ გრძელდება...
თუმცაღა რაღაც მაინც გავაკეთე...მეტირება ჩემს უსარგებლოდ დაკარგული დროის გახსენებაზე:( :( ამ საღამოს ბოიბენდების ვიდეოებს ჩამოვუარე...ღმერთო ჩემო!!!უკვე ვნანობ ამ წინადადების დაწერას!
რა ვქნა???Mcfly-ის ყველა ბიჟის ცოლად თუარ წარმოიდგინე თავი,რაა მამული??ან თუარ გიფიქრია Blink-182-ის სოლისტთან ერთად ყავის დასალევად თმასაც გადავიხოტრავო,გოგოდ გიცხოვრია??Beatles???ბიტლები ხალხნოო??თუ ცრემლებამდე არ მიუყვანიხარ იმ ფაქტს რომ ამ ლეგენდებს ლაივში ვერანაირი ჯადოქრობის გამოყენებითაც კი ვერ მოუსმენ,არ გიგრძვნია იმედგაცრუება!!!თუ ერთხელ მაინც არ გაგიფიქრებია Boyz II Men-ის სიმღერა ჩემს ქორწილზე გაიჟღერებს სანამ მე ვალსს ვიცეკვებ იმ ერთადერთთანო,არა მგონია კლიშეებით სავსე ცხოვრება გეცხოვროს!!ანდა Busted-ის ჯემებზე შენს ოთახში,სველი თმებით,სავარცხელ-მიკროფონითა და საცვალის ამარა თუ არ ჩაგიტარებია ვი.აი.პი კონცერტი ბიონსეს,ჯეი-ზის,ობამებას ოჯახისათვის და რიჰანასთვის,წაგიგია მეგობარო ეს ცხოვრება!!!
დიახ...დიაგნოზი სწორია...მე ფანგირლი ვარ!მაგრამ რა ჩემი ბრალია ძვირფასებო???ის დავსაჯოთ რომელმაც პირველად გადაწყვიტა შეეკრიბა ბიჭები სმენით,ანგელოზის ხმითა და მკვლელი გარეგნობით,შემდეგ სამიზნად ახალგაზრდა,პერსპექტიული გოგონები ამოიღო რათა დაენგრია მათი სრულიად რეალური წარმოდგენები სრულყოფილ ბიჭებზე,კლიშე სიმღერებზე და საერთოდ უბოიბენდო სამყაროზე!!!!
რა იოლია ჩემი აზრების გაფანტვა!სრულად არ მინდოდა ჩემი რეალური სახე ასე მალე დამენახვებნა.ვიფიქრე ჯერ ჭკვიან,სასაცილო,სოციალურ ადამიანად გამიცნონ და იქნებ მერე ნელ-ნელა შევაპარო ხალხს ჩემი ნამდვილი,ოდნავ დარეკილი თავითქო.ყველაფერი ვერ გექნება ადამიანს...
მოკლედ,ვუსმენდი "Year 3000"-ს.რა თქმა უნდა სრულად არ მქონდა გეგმებში ფილოსოფიურ საკითხებზე დავფიქრებულიყავი.წარმოდგენებში ვაშენებდი სამყაროს სადაც დაგი პოინტერი(მაკფლაის ბასგიტარისტი) და მე ლონდონის აპარტამენტში მყუდრო,წყნარ ცხოვრებას გულში ჩავიხუტებდით.მაგრამ უცებ ზემოთხსენებული სიმღერის ლირიკებზე დავფიქრდი.
ნეტა როგორი იქნება 3000 წელში საქართველო??იქნება ჩემი დიდი,დიდი,დიდი შვილთაშვილი pretty fine??იცხოვრებს ხალხი წყლისქვეშ??
რამდენი რამე იცვლება დროის მცირე მონაკვეთშიც კი!!!თუნდაც ის ჩემი თავი რომელიც ამ პოსტის წერის დაწყებისას ვიყავი,აღარ არის ის მე ამ ნაწილს რომ წერს.ამ მცირე მონაკვეთში ჩემს სხეულში მილიარდი უჯრედი გაიყო,ალბათ სადღაც ამდენი მოკვდა.ტვინში უარმრავმა ახალმა ფიქრმა,იდეამ,აზრმა წამოყო თავი და იმდენივე იქნა სამიუდამოდ შეკუჭული ისეთ სიღრმეებში ჩემ დღეში რომ ვეღარ მივაგნებ.ალბათ სისხლში ახალმა ერითროციტებმა დაიწყეს ცხოვრება.ცირკულაციის კიდევ ერთი წრე შესრულდა.ნაღვლის ბუშტი და თორმეტგოჯა შუა ფერმენტების გამოყოფაში არიან.ჩემი მირთმეული ნახშირწყლების,ცხიმების გადამუშავებას იწყებენ.
შევიცვალე არა მარტო ფიზიკურად არამედ მორალურად.სანამ ამას ვწერდი მოვუსმინე სპაის გირლზის "wannable"-ს,ადგილზე ვიცეკვე და ის ძალიან დიდი ხნის წინანდელი დრო გავიხსენე დეიდაჩემთან ერთად რომ ვისმენდი ამ სიმღერას.მერე დავფიქრდი დეიდაჩემზე და თუ რა ძალან მენატრება მთელი თავისი უსიმპატიურესი ოჯახით.ამან ირლანდიაზე გადამრთო(სადაც ცხოვრობენ),ამან კიდევ იმ წყლის ტარიფზე რომელიც ბრიტანეთის მეზობელმა რესპუბლიკამ ამ თვიდან დააწესა.შემდეგ დავიწუნე ეს გადაწყვეტილება და წარმოვიდგინე მე რომ უფროსი ვყოფილიყავი "maternity leave"-სა და ბავშვის გადასახადების ნაწილის დაფარვაში ჩავდებდი ფულსთქო.
განა არ მიფიქრია სპაის გირლსზე,დეიდაჩემზე,ირლანდიაზე,პოლიტიკასა და უსამართლობაზე.უბრალოდ არასოდეს გაუვლია ჩემს თავში ფიქრის სწორად ასეთ ჯაჭვს.
იცვლება ადამიანი.იწერება ახალი ისტორია.ფაქტების რაოდენობა იზრდება.შესაძლებლობების ზღვარი შეუძლებელს სცდება.ინფორმაცია უსწრაფესად ვრცელდება.ძველი ტრადიციები ახლებით იცვლება.ნოვატორულ იდეებს გამაოგნებელ აღმოჩენებამდე მივყავართ.ვხედავთ პერსპექტივებს.ვცცვლით წესებს.ყველაფერთან ერთად განახლებადი,ცხოველი,ცვალებადია გარემოც.იფიტება ქანები,ყლორტიდან,სპორიდან,ფესვიდან ახალი სიცოცხლე ისუნთქავს ჰაერს,იხოცებიან და მრავლდებიან ცხოველებიც,წარმოიქმნება გორები თუ გორაკები,დნება თოვლი.
და ასეთ გარემოში მცხოვრებნი ვცდილობთ ჩვენი უმნიშვნელო წლები დავასტაბილუროთ.ვიფიქროთ მომავალზე.დავგეგმოთ,თითქოს გარანტირებული გვაქვს ხვალინდელი დღე.ვინერვიულოთ იმაზე თუ როგორები ვიქნებით ათი წლის შემდეგ.მოხერხდება თუ არა ყველა ოცნების რეალიზაცია.ვიტანჯავთ თავს სისულელეებით და ტყუილად ვქმნით პრობლემებს არაფრისგან.
"ყველა ჩემი მეგობარი სუპერგმირია" წავიკითხე ახლახან.იქ ერთი დადარდიანებულ სუპერგმირის თხოვნით მეორე მას მომავალში გადაიყვანს.რას ნახავს???სიცარიელეს.რადგან იგი არ მომხდარა ჯერ.
რთულია იმის გააზრება რომ ახალი დღე ახალი შანსია.რომ ყოველ ამოსუნთქვას იმ მომენტამდე მივყავართ როდესაც ეს ფიზიკურად აღარ შეგვეძლება.დაუჯერებელიც კია იმის წარმოდგენა რომ ხალხი რომელიც შენს გარშემო ცხოვრების ქარ-ცეცხლშია ჩაბმული,3000 წელს აღარ იქნება და ამის ტვინთან ახლოს გაკარებაც კი გვანაღვლიანებს.ვცდილობთ
უაზრო საქმეებით გავიყვანოთ დრო...
არა,ხალხო!!მოდი ვიცხოვროთ!!ვაკოცოთ მშობლებს დილას,დავლიოთ ყავა,ავუჩეჩოთ თმა დას ან ძმას,ვუთხრათ მეგობრებს რაოდენ ვაფასებთ მათ.ნუ შეგვეშინდება ცვლილების,რადგანაც ეს ისეთივე ბუნებრივია როგორც ის რომ ბრედი-ანჯელინასთვის იყო შექმნილი.არ ვინაღვლოთ იმაზე რომ არ გვაქვს ჯიმი ჩუ ანდა ორი კილოთი ნაკლებნი თავს უკეთესად ვიგრძნობდით.ნუ იტანჯავთ იმაზე ფიქრით თავს რომ არავის მოსწონხართ!!!რადგანაც ეს ისეთივე აბსურდია როგორც კარდაშიანის უკანალი!!!იყავით ფერადები,გიჟები,ერთადერთები!!იყვირეთ როდესაც კრეატიულობა შემოგაწვებათ და იტირეთ როცა გადაიღლებით ცხოვრების უსამართლობით.მერე კი ისევ დაუბრუნდით უმიზეზოდ სიცილსა და სარკის წინ ცეკვას.
შეცვალეთ სამყარო და შეიცვალეთ თქვენც!იფიქრეთ მომავალზე როგორც ცარიელ ფურცელზე.გააფერადეთ იგი,მოაყარეთ ბისერები,მძივები,ბრჭყვიალები.შეცვალეთ თქვენი და სხვისი მორალი.რადგან 3000 წლამდე ასე ძალიან შორიც არ არის..
No comments:
Post a Comment