Monday, October 27, 2014

where my friend challenged me to write fable,but i horribly failed

მაღვიძარამ ზუსტად 7:30-ზე დარეკა,თუმცა საბოლოოდ მაინც დედაჩემის კიკინმა გამომაფხიზლა.“ჯანდაბა,დღეს ორშაბათია“-გავიფიქრე ჩემთვის.თვალები მოვიფშვნიტე და შევეცადე ავმდგარიყავი.სააბაზანოში შეფრატუნებულმა,სწრაფად გავიხეხე კბილები,დავიბანე ჩლიქები და სარკეში დავაკვირდი ამ ლამაზ ბეკეკას გამოუძინებელი სახით რომ მიცქერდა უკან.ფიფქივით თეთრი ბალნისა და დაწყნარებული ზღვისფერი თვალების გამო ჩემები ზედმეტად მევლებიან თავს.ამბობენ ყველაზე მშვენიერი სხეული გაქვს ბებია ნინას მერეო.მაგრამ დედაჩემი ყოველთვის მასწავლიდა მთავარია შიგნიდან როგორი ხარო.მე დიდად წინააღმდეგი არ ვყოფილვარ ასეთი დარიგებებისა.საერთოდ მიმაჩნია რომ დედაჩემი ყველაზე ჭკვიანი თხაა,ყველა სხვა თხას შორის.
ეს დილაც არ ყოფილა სხვა დილებისაგან განსხვავებული.ვჭამე ჩემი მარცვლეული და ჩანთააკიდებული სკოლაში წავედი.ჯამში ნორმალურ მოსწავლედ ვითვლები.დავალებებს ვწერ,გაკვეთილებს არ ვაცდენ და დარწმუნებული ვარ ზოგიერთ მასწავლებელსაც ვუყვარვარ.თუმცა რაც მაძლებინებს სკოლაში ყურყუტს ალბათ ჩემი მეგობრები არიან.საუკეთესო მეგობარს ბეკო ქვია.ჩემს მეზობლად ცხოვრობს.მისი მშობლები ჩემების დიდი ხნის ნაცნობები არიან.აღარც მახსოვს როგორ დავმეგობრდით.დედაჩემი ირწმუნება შენი პირველი სიტყვა-„ბეკო“ იყო და ატირებულმა მაშინ თქვი როდესაც შენს პირველ დაბადების დღის დასასრულს ბეკოს მშობლებმა იგი სახლში წაიყვანესო.მე თუ მკითხავთ ეს ფრიად ჭეშმარიტი ალბათობაა.
მოკლედ,ბეკო არის შავ-თეთრ ბალნიანი,საშუალო სიმაღლის,წაბლისფერთვალება ბეკეკა.უყვარს:„მაკცოხნადის“ მწვანე ბალახი,უაზრო სელფების გადაღება თავისი ახალი „აითივა“თი(მშობლები ყოველთვის ყიდულობენ ახალ მოდელს გამოსვლითანავე),ჩლიქებზე პედიკურის ყოველ ორ დღეში ცვლა და შინაური ადამიანები.
ჩემს მეორე დაქალს კი ბაია ქვია.პირველ კლასში გავიცანით მე და ბეკომ.იმის მერე სამივე განუყრელი მეგობრები ვართ.ბაია თითქმის ისევე გამოიყურება როგორც ბეკო,ოღონთ ყავისფერი თვალების ნაცვლად შავი თვალები აქვს.ბაია სპორცმენი და აცტივისტია.მის მიერ გამართულ მიტინგებზე სიარულს იმის მერე დავანებეთ თავი როდესაც მივხვდით რომ ეს ყველაფერი პერმანენტულ ხასიათს იღებდა.ამას გარდა ყველაზე ჭკვიანი იყო ჩვენს შორის.
9:02.ღმერთო ჩემო,კიდევ დამაგვიანდა!პირველი რა მაქვს?...აა,ენა და ლიტერატურა.ამალთეა მიმაკლავს.ზედმეტად მკაცრია,მაგრამ რას იზამ,თავისი საგანი იცის,კარგადაც ასწავლის.არასდროს დაუმცირებია მოსწავლე,ყოველთვის ხედავს სიმართლეს და საერთოდაც,მგონია ჩვენ კონსტიტუციასაც კი ამ ქალის რჩევების მიხედვით ჩაუტარეს რედაქტირება.
კლასის კართან მიახლოვებული ჩუმად ვიჭვრიტები ღრიჭოში,რომელსაც თავისუფლად შეიძლება ფანჯარა ეწოდოს იმხელაა.ოთახში მარტო ბავშვები არიან,ამიტომ თავისუფლად მივბაკუნდები ჩემი ადგილისაკენ.ბეკო თავის მერხთან ზის(ჩემს გვერდით) და უკან შებრუნებული ბაიას ეკამათება,მგონი ბიკონსეს ახალ კლიპთან დაკავშირებით.დაქალის დანახვაზე ფეხზე ხტებიან,მეხუტებიან და მკოცნიან.ამ დროს შემოდის ამალთეაც.ირონიული კომენტარით გვაიძულებს ადგილებს დავუბრუნდეთ და წიგნები ამოვიღოთ.
გაკვეთილის დაწყებიდან 10 წუთიც არაა გასული,რომ კარზე კაკუნი ისმის.მასწავლებელის ოდნავ გაღიზიანებული ტონი ოთახში შემოსვლის უფლებას იძლევა.თვდახრილი,მხრებში დისკომფორტიაგან მოხრილი კენგურუ ფრთხილად აბიჯებს ზღურბლს და ჩუმი ხმით კითხულობს არის თუ არა ეს ქალბატონი ამალთეას კლასი.მასწავლებელს შუბლი ეხსნება,რის შემდეგაც კენგურუს დაფის შუაგულში აყენებს  და ოდნავ დისორიენტირებული ხმით გვაცნობს ახალ მოსწავლე-კეკის,რომელიც ახალი გადმოსულია ავსტრალიიდან.ვიმედოვნებ უპრობლემოდ მიიღებთ,დამეგობრდებით ან უარეს შემთხვევაში პრობლემას მაინც არ შეუქმნითო გვეუბნება ამალთეა.შემდეგ კეკის თავისუფალ მერხთან სხამს და გაკვეთილს აგრძელებს.
დღესდღეობით,2014 წელს,ცხოველებში რასიზმის პრობლემა სრულიად გადაჭრილია.ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ბევრი სოციალური თუ მორალური პრობლემის დაძლევა მოხერხდა,რის შედეგადაც ცხოველები მშვიდობაში ცხოვრობენ.თუმცაღა მაინც არის სახოგადოებაში პატარა ხარვეზები,რასაც როგორც მამაჩემი იტყვის ვერ დაემალები.მაგალითად,ის ყოველთვის მიმეორებს,შენ ან რომელიმე შენმა დედმამიშვილმა მგელი ან ძროხა რომ მომითრიოთ სახლში და განმიცხადოთ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარსო,ხმას ვეღარ გაიგებთ ჩემსასო.მგონი დედაჩემსაც იგივე აზრი აქვს,მაგრამ როგორც წესი არასდროს იმჩნევს თუ ვინმე არ მოსწონს.
გაკვეთლი ჩვეულებრივად მიდის მანამ სანამ,ამალთეა კეკის კითხვას არ უსვამს.მგონი სოლ მაჟორის წამოკიკინებას სთხოვს.რაც,კეკის არ გამოსდის.ამის შემდეგ ავსტრალიელ კენგურუს უფრო იოლ კითხვას უსვამენ,თუმცაღა კეკი ისეთ სახეს იღებს თითქოს უცხო ენაზე ველაპარაკებოდეთ.დაქალებმა ხშფოთვით აღსავსე მზერით გადმომხედეს და მეც თანხმობის ნიშნად წარბებაწეულმა გავხედე მათ.ამალთეა თავის ქნევით ბრუნდება სხვა მოსწავლეებისაკენ და ერთ-ერთ ბეკეკას არჩევს,რომელსაც იგივე ნოტების წამოკიკინებას სთხოვს რაც,რა თქმა უნდა,მოსწავლის წარმატებული პასუხით დაგვირგვინდა.ამის შემდეგ მასწავლებელმა თავისთვის ჩაიჩურჩულა,მგონი „ჭკუანაკლული“,თუ ამის მაგვარი და გაკვეთილს მიუბრუნდა.
მთელი დღე კეკისთვის ხმა არავის გაგვიცია.ვერც ერთ გაკვეთილზე ვერ მოაბა თავი სწორი პასუხის გაცემას,რის გამოც თავისთვის თავჩაღუნული იჯდა.გამოლაპარაკებაც არ უცდია,ამიტომ ჩვენც დისტანცია დავიჭირეთ.
შემდეგ მთელი დღე  ვარჩევდით,ბაიას სახლში შეყუჟულნი,კეკის ტვინის შესაძლებლობებსა თუ სკოლის სისტემის სრულყოფილებას.პასუხი ჩვენს კამათს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თანდათან მოძებნა.ამალთეა კეკის სიზარმაცესა და კიდევ მრავალ სხვა რამეში ადანაშაულებდა,რადგან მიაჩნდა მისი ახსნილი ყველას უნდა გაეგო.შესაბამისად მაღალი თუარა საშუალო ნიშანი მაინც უნდა მიეღო,რასაც კეკი ვერ ახერხებდა.სხვა მასწავლებლებიც აჰყვნენ ამალთეას იმის და მიუხედავად თუ რა წარმატებით სწავლობდა კენგურო მათ საგნებს.ბოლოს ჩვენთვისაც ისეთივე ჩვეულებრივ ფაქტად იქცა მასწავლებელთა შეხედულების გაზიარება კეკის მომავლის პერსპეცტივებთან დაკავშირებით,როგორიც ის რომ 2+3=5ია
(ეს ზედმეტად ცოდვილი ამბავი ალბათ შენ გამო დავწერეJრომ წაიკითხავ მიხვდები.სულ ვცდილობ გითხრა რომ ნორმალურია თუ სკოლის სისტემას ვერ ერგები,მასწავლებლებს არ ესმით შენი ან თუნდაც ისიც რომ ძალიან ჩვეულებრივმა,ნორმალურმა ახალგაზრდამ შეიძლება მათი აზრი გაიზიაროს.შენ ხომ ულამაზესი კენგურუ ხარ ამ ნორმალურად შესახედ ბეკეკათა შორის.შენ არ ხარ ყოველი მეორე ქუჩაში გამვლელის მსგავსი და თუ არ იამაყებ ამით,ცოდვას ჩაიდენ.მერე რა თუ ჯერ არ იცი ვინ გინდა იყო ,მერე რა თუ გეშინია მომავლის და მერე რა თუ სარკეში ჩახედვისას ხედავ ადამიანს საზოგადოების ყველა კრიტერიუმს რომ ვერ აკმაყოფილებს.ერთ რამეს გეტყვი,ეგეთი არავინაა.ძალიან არ მინდა შენი ულამაზესი,უსაყვარლესი,რო მაკივლებს და მატირებს და ყველაზე მეტად რომ მიყვარს ისეთი პიროვნებისაგან გამოძერწო ისეთი არსება მარტო მე კი არა შენც რომ არ მოგეწონება.არ დაკარგო რა შენი თავი.სულაც არაა საჭირო ყველას მოეწონო.და სულაც არ მაინტერესებს ვინ,გინდა მეგობარი,მასწავლებელი,სამშობლო,სამყარო,პლუტონი გიყვიროდეს,გეჯაჯგურებოდეს,ცდილობდეს გითხრას ისეთად  იქეცი როგორიც მოგვეწონებიო,აიბზუე ცხვირი შენ რომ ისე და წყნარად უთხარი მაგ გიჟებს რომ შენ ისეთი ხარ,როგორიც ხარ და შეიძლება ზოგ მომენტში შენც კიარ მოგწონდეს შენი თავი მარა არსებობენ ამ ცოდვით დამძიმებულ დედამიწაზე ხალხი შენს გამო იარაღს შუბლს რომ მიუშვერენ,მონადაც მიეყიდებიან ვინმე ფსიხს,უბნელეს ოთახშიც კი გვერდით მოგიჯდებიან,ოკეანესაც გადაცურავენ მანამ სანამ ფილტვები და კუნთები უმუშავებთ,ყველა სიმპატიურ ბიჭის მაგივრადაც შენ აგირჩევენ და დიეტაზეც კი დაჯდებიან!!!!

უბრალოდ არ თქვა უარი მარტომ კენგურუდ ხტუნაობაზე,მხოლოდ იმიტომ რომ ბეკეკებთან ერთად იკუნტრუშო!!!!!)

No comments:

Post a Comment