Sunday, May 24, 2015

35 კილო იმედი

გიოცნებიათ თუ არა რომ თქვენი გეოგრაფიის მასწავლებელი ხრამში გადაჩეხილიყო??დაგბადებიათ კითხვა,რაში დაგჭირდებათ ცხოვრებაში უღლება,ტრიგონომეტრია ანდა იმის ცოდნა რამდენი წლის იყო ლუი მეცამეტე როდესაც გარდაიცვალა?გამოტყდით,რამდენჯერ გისურვიათ ნიუტონს ვაშლის მაგივრად თვით ვაშლის ხე დაცემოდა??ექიმი არ მოგიტყუებიათ ცუდად ვარ,თუ შეიძლება სახლში გამიშვითო??სკოლაში წასვლამდე ერთხელ მაინც არ აგტკივებიათ მუცელი??

თუ თქვენი პასუხია-რა თქმა უნდა(და ეს რაღა თქმა უნდა რომ ასეა),მაშინ ერთი პაწაწა წიგნის კიდევ უფრო მოცუცქნული გმირი,რომელიც მხოლოდ 35 კილოს იწონის,თქვენი მეორე ნახევარია.
გრეგუარ დიუბოსკი ვერ იტანს სკოლას.ამ დაწესებულებამ ხომ ცხოვრება გაუმწარა.ვერ ხვდება რა საჭიროა ამდენი ხანი მოწყენილი იჯდეს და ყველაზე უინტერესო ამბებს უსმინოს.ისედაც ვერ გაიგებს,მისთვის ეს ყველაფერი ჩინურია.ერთ ყურში შეუშვებს,ხოლო მეორედან გამოუშვებს.
იმის მერე კი რაც ლოგოპედებმა,მასწავლებლებმა,ფსიქოლოგებმა გაამართლეს გრეგუარის მშობლების შიში და უთხრეს რომ ბავშვს უბრალოდ არ უნდოდა სწავლა,ოჯახური დრამაც დაიწყო.მოკლედ ერთი ამბავია.
თუმცა პატარა ტოტო მარტო არაა.ბაბუა ლეონი მუდამ მის გვერდში დგას.შვილიშვილი სწორად მას დაემსგავსა ხელმარჯვეობაში.ეს ერთადერთი რამაა რაც გრეგუარს აინტერესებს.თან ნიჭიერიცაა,ჯერ კიდევ შვიდი წლის იყო ბანანის გასაფრცქვნელი ხელსაწყო რომ გამოიგონა.შესაბამისად ბაბუას ფარდული მისი საყვარელი ადგილია.რეალობისაგან თავის ასარიდებლად სწორად აქ მოდის და საყვარელ ნათესავთან ერთად ჩხირკედელაობს ხოლმე.
წიგნში რამდენიმე ადგილია,რომელიც ფეხზე წამოდგომას და ტაშის დაკვრას მოგანდომებს.ბრძნული შეგონებანი ბაბუა ლეონის ტუჩებს სწყდება,როდესაც იგი შვილიშვილის დამშვიდებას ცდილობს.
არწმუნებს რომ მშობლებს შორის კონფლიქტი მისი ბრალი სულაც არაა,რომ ისინი მაინც იჩხუბებდნენ,უბრალოდ სხვა მიზეზს იპოვიდნენ ამისათვის.ეს ის სიტყვებია რომელიც აუცილებლად უნდა გაიგონოს ყველა იმ ბავშვმა შაბათ-კვირას ერთ მშობელს მეორის სანახავად რომ მიჰყავს.
ცხოვრება ბევრ სურპრიზს მოგვიწყობს.ზოგს ადრევე,პატარა ასაკში,ზოგს კი შემდგომ,ჭაღარის გადაღებვის დრო რომ მოაწევს,ასეთ მომენტებში გადამწყვეტი სწორად ის იქნება ჩვენს თავს როგორ დავინახავთ.გრეგუარს 35 კილო იმედად ესახება ის ადამიანი,მის მომავალს რომ უკეთესობისაკენ შეცვლის,ანუ იგი თვითონვე.რადგანაც როგორც ერთმა ადამიანმა უთხრა:"გაცილებით იოლია იყო უბედური,ვიდრე ყველაფერი იღონო ბედნიერებისთვის."

Tuesday, May 19, 2015

პატა

თუ საგანმანათლებლო,აზრიან,ისეთ პოსტს ეძებთ წასაკითხად,რაიმე რომ მოგცეთ,პიროვნულად გაგზარდოთ ანდა აზროვნების არეალი გაგიფართოვოთ,სხვაგან მოხვდით.
ახლა შუაღამეა.გეოგრაფიის კონპექტებზე ლეპტოპი შემოვაგდე და რამეს დავწერთქო გადავწყვიტე.რამდენად გამოვა არ ვიცი.ყავას ვსვამ რომ არ დამეძინოს(კიდევ ბევრი მაქვს სამეცადინო).ყურსასმენებში რომელიღაც ფლეილისტი შეუჩერებლად მიიწევს წინ.ვინ,ან რას მღერის არ ვიცი,რადგან ეს მხოლოდ ბექგრაუნდია სამცხე-ჯავახეთის სასარგებლო წიაღისეულის დამახსოვრებისას რომ შემთხვევით არ ჩამეძინოს.ნაცნობ სიმღერებს არ ვრთავ იმიტომ რომ ბოლოს სარკის წინ არაკომფორტული მოძრაობების შესრულებით ვამთვრებ ხოლმე "მეცადინეობას".
რაზე დავწეროთქო და უცებ ჩემები გამახსენდა.მოკლედ მეგობრებზე მოვყვები.
                                                                 ეს უფროსი პატაა.
პატას სინამდვილეში ნუცა ქვია და ერთმანეთი მაშინ გავიცანით როდესაც დედაჩემმა,დასწყევლოს ეშმაკმა,გადაწყვიტა გოგომ მათემატიკა უნდა იცოდესო და მეხუთეკლასელი თხემით-ტერფამდე ჰუმანიტარი კომაროვის საშაბათო სკოლაში შეტენა.არანაირი აპლიკაცია,ბლანკი,არაფერი არ შეუვსია,პირდაპირ მიმიყვანა და რომელი კარიც მოეწონა იქითკენ მიჯიკა,დროზე ფეხი გადადგიო.მოუხადა მასწავლებელს ბოდიში საბუთებს მერე ვიზამთ ახლა ისწავლოს რამეო,თვალები დამიბრიალა და ადმინისტრაციისაკენ გაქანდა.როგორ გინდა დაიჯერო შემთხვევითობების??
ნუთუ სწორად იმ მთვარის ციკლის,წლის,ქორონიკონის,თვის,კვირის,დღის შაბათს გადაეწყვიტათ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ხალხს შეხვედრა?
მოკლედ,დავჯექი სადღაც უკანა მერხზე და გავჩუმდი.სამაგიეროდ არ გაჩუმებულა ჯინსებსა და შავ ზედატანში გამოწყობილი,შავგვრემანი გოგო.ჰერმიონა გრეინჯერი ხომ იცით???აი ზუსტად მასეთი შემართებით იწევდა ხელს.თუ არ გამოიძახებდნენ,დაფასთან გასულს სრული მოწადინებით უსმენდა.რამის შეშლის შემთხვევაში მსხვერპლს ფიქრს არ აცდიდა და პასუხს წამოიძახებდა ხოლმე,ხოლო თუ ის საცოდავი ვინც წინ გადაუდგა რამე სწორს იტყოდა,ესეც თანხმობის ნიშნად თავს აქნევდა.მაგრამ მთავარი ჯერ არ მითქვამს!!!ჩემი საყვარელი ისტორია.
ახალი ამოცანა დასვეს სამ ნათურაზე.გარკვეული ხნის შემდეგ უკვე ბევრი ხელი იყო ჰაერში გამოჭიმული.ყველას სწადდა თითები ცარცით გაესვარა და თავისი ამოხსნა ეთქვა.მაგრამ მაინც...ნუცას უფრო უნდოდა.იმის მერე რაც მკლავი ისეთი სიხშირით აქნია რომ დიდი გამყინვარების საშიშროება შექმნა გაგანია გლობალური დათბობის პერიოდში,მასწავლებლის თანხმობის ნიშნად ფეხზე წამოდგა დაფასთან გასასვლელად.გვერდით მჯდომს გაწევა არ დააცადა,სულსწრაფმა,ფეხი მერხს წამოდო და წაიქცა!!!!
სახე სწორად ისეთი ამ ისტორიას რომ შეეფერება
იდეალური არავინაა,მაგრამ ვინმე თუ დადის ამ დედამიწაზე რომელიც მიუახლოვდება მაინც ამ კონცეფციას ყველანაირი შეფასების კრიტერიუმით,ნუცაა.გოგო "ფეხი მაქვს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე".გიცნობს,არ გიცნობს,ისე დაგელაპარაკება როგორც თავის უახლოეს მეგობარს.შეუძლებელია ისეთი მომენტი გაიხსენო ღიმილი რომ არ აქვს გადაკრული სახეზე(ისე რომ დაფიქრდე შეიძლება,ქიმიას რომ იმეორებს მაგ დროს).როგორი ადამიანია იცით??ერთხელ რაღაც კონკურსისთვის დახმარება ვთხოვე,წიგნი წაიკითხეთქო.ავად იყო თვალები უწყლიანდებოდა,ვერ კითხულობდა.მეორე დღეს რომ მოვიდა წიგნი დაზეპირებული ჰქონდა.
პ.ს.პატ სულ სარკასტულ კომენტარებს ვაკეთებ შენს მიმართ,მაგრამ მაინც მიყვარხარ:)
პ.პ.ს.დღეს არც მეგობართა საერთაშორისო დღეა არც არაფერი
პ.პ.პ.ს.თუმცა იმის მერე რაც ჩემს სრულ ფიასკოს შეესწარი(მტკვარი და სამცხე-ჯავახეთი ურევია),უკან დასახევი გზა არ მაქვს
პ.პ.პ.პ.ს.მართლა კი არა,ვიხუმრე,მიყვარხარ :)
პ.პ.პ.პ.პ.ს.მაგრამ მაგაზე მაინც არავის არაფერი უთხრა,კაი?

Saturday, May 9, 2015

ჰიტლერი და კაცები საცურაო შორტებში,ანუ დღე 3,4,5

მესამე დღე ლექციებით დაიწყო.უნივერსიტეტი დავათვალიერეთ,ქართული დროშის წინაც ვიპოზიორეთ და გავემზადეთ ქალაქის დასათვალიერებლად.
ამ სურათზე გამოსახული ვართ:მე,თეატრი და ჰიტლერის საყვარელი ძეგლი.
ისტორია იმით იწყება რომ კლაიპედელებმა გადაწყვიტეს ქალაქის მთავარ მოედანზე,თეატრის წინ "საყვარელი პატარა ანას" ძეგლი დაედგათ,რათა პატივი მიეგოთ სიმონ დახისათვის,პრუსიელი პოეტისათვის.წლების განმავლობაში მისი ცქერით მრავალი ადგილობრივი თუ ტურისტი ტკბებოდა.მართლაც როგორი მშვენიერი ხელოვნების ნიმუში იყო პატარა ანა.
თუმცა ჰიტლერი ასე არ ფიქრობდა,პირიქით მას ძალიანაც რომ უზრდელად მიაჩნდა გოგონას ძეგლი.რატომ???როდესაც იგი კლაიპედაში,თეატრის შენობის ვერანდიდან მიმართავდა ხალხს,გოგონა მისგან ზურგშექცევით იდგა!!!!
ამიტომაც ძეგლი დაისაჯა.უფროსობის ბრძანებით იგი მეორე დღესვე გაქრა ქალაქის ცენტრიდან.
ის ბედნიერი დღე კი,როდესაც სამყარო გათავისუფლდა ნაციზმისგან ლიტველებმა სწორად გოგონას ძეგლის რეკონტრირებით აღნიშნეს.
ქალაქი ქარვის მოპოვებით არის ცნობილი,ამიტომაც პატარა დახლებს ამ ძვირფასი თვლის ნაკეთობებით ხშირად შეხვდებით.
გიყვარდეს,გჯეროდეს,დაელოდე...
ეს მიმართვა მოსახლეობისთვისაა,რომელთა ოჯახის წევრების უმეტესობა მეზღვაურია.
თქვენთვის არა!
თქვენც გიყვარდეთ და გჯეროდეთ,მაგრამ არაფერს დაელოდოთ ;)იცხოვრეთ.
ამბობენ ქართველები ყველა ხალხზე ძლიერად განიცდიან ნოსტალგიას საკუთარი ქვეყნის მიმართო.არ მჯეროდა...იმ მომენტამდე სანამ ქუჩაში აჭარული ხაჭაპურის სურათს არ გადავაწყდი.არაფერი მიკლდა იქვე ატირებას.
ანი საოცრებათა ქვეყანაში
რადგანაც ქართველებს რეისი ვერ გვიპოვეს,სხვებისგან განსხვავებით ერთი დღით მეტი მოგვიწია ლიტვაში ყოფნა.ბოლო დღეს ისევ ზღვისაკენ დავიძარით
მცირე ინფორმაცია:აპრილში,ლიტვაში ჩვეულებრივი ზამთარია,დღეში სამჯერ წვიმს და ქარი ისეთივე სისტემატურობით უბერავს,როგორითაც თავს ვაჯერებ რომ ხვალიდან ჯანსაღ კვებაზე გადავალ.ანუ ძალიან ხშირად.ქუჩაში პალტოთი,კაშნითა და ქუდით დადის მოსახლეობა...
ამათ გარდა.