ახლა შუაღამეა.გეოგრაფიის კონპექტებზე ლეპტოპი შემოვაგდე და რამეს დავწერთქო გადავწყვიტე.რამდენად გამოვა არ ვიცი.ყავას ვსვამ რომ არ დამეძინოს(კიდევ ბევრი მაქვს სამეცადინო).ყურსასმენებში რომელიღაც ფლეილისტი შეუჩერებლად მიიწევს წინ.ვინ,ან რას მღერის არ ვიცი,რადგან ეს მხოლოდ ბექგრაუნდია სამცხე-ჯავახეთის სასარგებლო წიაღისეულის დამახსოვრებისას რომ შემთხვევით არ ჩამეძინოს.ნაცნობ სიმღერებს არ ვრთავ იმიტომ რომ ბოლოს სარკის წინ არაკომფორტული მოძრაობების შესრულებით ვამთვრებ ხოლმე "მეცადინეობას".
რაზე დავწეროთქო და უცებ ჩემები გამახსენდა.მოკლედ მეგობრებზე მოვყვები.
ეს უფროსი პატაა.
პატას სინამდვილეში ნუცა ქვია და ერთმანეთი მაშინ გავიცანით როდესაც დედაჩემმა,დასწყევლოს ეშმაკმა,გადაწყვიტა გოგომ მათემატიკა უნდა იცოდესო და მეხუთეკლასელი თხემით-ტერფამდე ჰუმანიტარი კომაროვის საშაბათო სკოლაში შეტენა.არანაირი აპლიკაცია,ბლანკი,არაფერი არ შეუვსია,პირდაპირ მიმიყვანა და რომელი კარიც მოეწონა იქითკენ მიჯიკა,დროზე ფეხი გადადგიო.მოუხადა მასწავლებელს ბოდიში საბუთებს მერე ვიზამთ ახლა ისწავლოს რამეო,თვალები დამიბრიალა და ადმინისტრაციისაკენ გაქანდა.როგორ გინდა დაიჯერო შემთხვევითობების??
ნუთუ სწორად იმ მთვარის ციკლის,წლის,ქორონიკონის,თვის,კვირის,დღის შაბათს გადაეწყვიტათ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ხალხს შეხვედრა?
მოკლედ,დავჯექი სადღაც უკანა მერხზე და გავჩუმდი.სამაგიეროდ არ გაჩუმებულა ჯინსებსა და შავ ზედატანში გამოწყობილი,შავგვრემანი გოგო.ჰერმიონა გრეინჯერი ხომ იცით???აი ზუსტად მასეთი შემართებით იწევდა ხელს.თუ არ გამოიძახებდნენ,დაფასთან გასულს სრული მოწადინებით უსმენდა.რამის შეშლის შემთხვევაში მსხვერპლს ფიქრს არ აცდიდა და პასუხს წამოიძახებდა ხოლმე,ხოლო თუ ის საცოდავი ვინც წინ გადაუდგა რამე სწორს იტყოდა,ესეც თანხმობის ნიშნად თავს აქნევდა.მაგრამ მთავარი ჯერ არ მითქვამს!!!ჩემი საყვარელი ისტორია.
ახალი ამოცანა დასვეს სამ ნათურაზე.გარკვეული ხნის შემდეგ უკვე ბევრი ხელი იყო ჰაერში გამოჭიმული.ყველას სწადდა თითები ცარცით გაესვარა და თავისი ამოხსნა ეთქვა.მაგრამ მაინც...ნუცას უფრო უნდოდა.იმის მერე რაც მკლავი ისეთი სიხშირით აქნია რომ დიდი გამყინვარების საშიშროება შექმნა გაგანია გლობალური დათბობის პერიოდში,მასწავლებლის თანხმობის ნიშნად ფეხზე წამოდგა დაფასთან გასასვლელად.გვერდით მჯდომს გაწევა არ დააცადა,სულსწრაფმა,ფეხი მერხს წამოდო და წაიქცა!!!!
სახე სწორად ისეთი ამ ისტორიას რომ შეეფერება
იდეალური არავინაა,მაგრამ ვინმე თუ დადის ამ დედამიწაზე რომელიც მიუახლოვდება მაინც ამ კონცეფციას ყველანაირი შეფასების კრიტერიუმით,ნუცაა.გოგო "ფეხი მაქვს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე".გიცნობს,არ გიცნობს,ისე დაგელაპარაკება როგორც თავის უახლოეს მეგობარს.შეუძლებელია ისეთი მომენტი გაიხსენო ღიმილი რომ არ აქვს გადაკრული სახეზე(ისე რომ დაფიქრდე შეიძლება,ქიმიას რომ იმეორებს მაგ დროს).როგორი ადამიანია იცით??ერთხელ რაღაც კონკურსისთვის დახმარება ვთხოვე,წიგნი წაიკითხეთქო.ავად იყო თვალები უწყლიანდებოდა,ვერ კითხულობდა.მეორე დღეს რომ მოვიდა წიგნი დაზეპირებული ჰქონდა.
პ.ს.პატ სულ სარკასტულ კომენტარებს ვაკეთებ შენს მიმართ,მაგრამ მაინც მიყვარხარ:)
პ.პ.ს.დღეს არც მეგობართა საერთაშორისო დღეა არც არაფერი
პ.პ.პ.ს.თუმცა იმის მერე რაც ჩემს სრულ ფიასკოს შეესწარი(მტკვარი და სამცხე-ჯავახეთი ურევია),უკან დასახევი გზა არ მაქვს
პ.პ.პ.პ.ს.მართლა კი არა,ვიხუმრე,მიყვარხარ :)
პ.პ.პ.პ.პ.ს.მაგრამ მაგაზე მაინც არავის არაფერი უთხრა,კაი?
არადა თვალები ისე მიწყლიანდებოდა... მიყვარხარ მეც პატ!
ReplyDeletePS. ამეტებს ;)