იმის შემდეგ რაც წარუმატებლად მოვიარეთ ყველა წიგნის მაღაზია,ბაბუაჩემს მარინა,თავისი ახლობელი ბუკინისტი/გადამყიდველი მოაგონდა.ამ გასხივოსნების მომენტიდან ერთი საათის შემდეგ,მივადექით ქალბატონი მარინას დახლს,რომელზეც ზეხსენებული წიგნი იყო შემოსკუპებული.როგორ გადავიხადე ფული არ მახსოვს,იმიტომ რომ ამ მომენტში ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს დეიდაშვილი შეგეძინაო.
მათე ყველაზე მეტად მიყვარს.იმიტომ რომ მათეა,თან მე ძალიან მგავს.შინაგანი სამყაროთი,რაღა თქმა უნდა.აბა ისე მე შავი ვარ-ეს თეთრი.
პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს უკვე ერთი წლის იყო და მარტო ჩემი სახელის თქმა შეეძლო.დავმეგობრდით როცა ორის გახდა.თან მაშინ მისი მშობლები თურქეთში იყვნენ და სოფელში მარტოდმარტო დარჩენილს,მისი ინგლისური მხოლოდ მე მესმოდა.დილის ექვსზე მაღვიძებდა თავისი ჭყლოპინით,მერე ჩემთან გადმოწვებოდა ხოლმე და თმებს მწიწკნიდა.თავის სახელზე არ პასუხობდა არავის,იმიტომ რომ ისე ხშირად ვეძახდი "წიპოს" ეგონა ასე ერქვა.დუბლინშიც რომ დაბრუნდა,სკაიპით ლაპარაკისას მარტო მე მცნობდა.
წიპო მალე გაიზარდა,სამი წლის რომ იყო უკვე ქართულადაც ლაპარაკობდა.თუმცა ჩემთვის მაინც არ იმეტებდა სიტყვას.ინგლისური უადვილდებოდა და ამიტომ ინგლისურად მეჭიკჭიკებოდა ხოლმე.იმ ზაფხულს ადრე ჩამოვიდნენ და დაბადების დღეც აქ გადაიხადა გოჭმა.მაშინ პირველად წავიყვანეთ საცურაოდ.ასეთი თავდადებული ახალგაზრდა პრიველად ვნახე.წყლიდან არ ამოდიოდა,თან უფრო დამიმეგობრდა როცა მიხვდა რომ ჩვენი ოჯახიდან წყალში მარტო მე არ ვიძირებოდი.(პ.ს.ჩემი და თორმეტისაა და სამი წელი დადიოდა ცურვაზე.თუმცა ზღვაზე მხოლოდ ნაპირზე ზის ხოლმე და მშვიდობიან მოსახლეობას ქვებს ესვრის)
ოთხი წლის მათე კატასტროფაა.სიარული არ იცის,იმიტომ რომ გადაადგილების საშუალებად მხოლოდ სირბილს ცნობს.დუბლინის ვიწრო ბაღჩებიდან ზესტაფონის გაშლილ ველებზე რომ აღმოჩნდება,ტყვეობიდან გამოხსნილს ჰგავს,არ იცის პირველი სად გაიქცეს.საათობის მაყურებინებს სუპერმენის ერთსა და იმავე ფილმს.თუ გამიმართლებს შრეკს ჩართვს.
ხუთი წლის რომ გახდა,ქართულს არა ზესთაფონურს საუბრობდა.ჩამოსვლიდან ორი კვირის მერე ზეციურ ძალებს ვევედრებოდი ეს ვირი სადმე სხვაგან წაეყვანათ.ზაფხულზე ძილი ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა.ეს კიდე არ მაცლიდა.ცხრაზე ფეხზე წამომხტარი,მშობლებს კი არ გააღვიძებდა,მე მომვარდებოდა,ჩამაცვი და გავერთეთო.ერთხელ როდესაც ჩემამდე ადგა(ალბათ ვიღაც კეთილმა ჩააცვა იმ დილას),ბაზარში წავიდა ბებიასთან ერთად და მოსულმა ისევ დაძინებული რომ მნახა,იფიქრა ენერგია სჭირდებაო და მ&მსების ერთი შეკვრა ჩამაყარა პირში.
სკოლაში სულ პრობლემები აქვს.ერთ ადგილას ვერ ისვენებს.მეცადინეობაც დიდად არ უყვარს.როდესაც ასოების გამოსაწერად დავაჯენდი იმ დროს აუტყდებოდა თვის ტკივილი,მოენატრებოდა ბაბუა,თითები დაეღლებოდა,მოუნდებოდა ეზო დაებარა,მოსავალი აეღო,ღვინო გამოეწურა,ბავშვები აღეზარდა.ოღონდ არ ემეცადინა და ყველაფრისთვის მზად იყო.ერთხელ ახალ ნაჭამს წინ მათემატიკის რვეული რომ ავაფარე,ბებიას დაუძახა რაღაც მომშივდა და ხომ არ მაჭმევო.იმ დღეს არ იმეცადინა,სამაგიეროდ სამჯერ ჭამა სადილი.
ოცდაათმდე ცუდი სიტყვა იცის და ჩემს "უზრდელურ" ხუმრობებს ზოგჯერ მარტო ეს იგებს.ყოველთვის ის ნაყინი უნდა მე რომ მაქვს.რაც არ უნდა სიდებილე შევთვაზო მთანხმდება და გაკეთებულისათვის ერთად ვისჯებით.როცა ვინმე მიბრაზდება,მათე მოწინააღმდეგის დაკბენით აღადგენს ხოლმე სამართალს და თუ ნახავს რომ რამეზე მოწყენილი ვარ სახეს მანჭავს,ან კიდევ სხვა რამით ცდილობს გამაცინოს.ჩვენ საყვარელ ჟელიბონს მარტო მე მიყოფს.საიდუმლოს შენახვა ჩემზე კარგად იცის და ვერ იტანს სასაცილო ამბებს რომ ვყვები მასზე.როცა ჩემს მეგობრებთან ვარ გვიანობამდე და ეგეც კალთაში მყავს მოკალათებული,ჩუმად მთხოვს ხოლმე ჯერ არ დავაძინო.საჩუქრად კი სნიკერსს მპირდება.
მალე ჩამოდი რა :)
No comments:
Post a Comment