Wednesday, October 29, 2014

Autumn in my lungs

მიხარია,რომ ისეთ სამყაროში ვცხოვრობ სადაც ოქტომბერია-ლ.მ.მონტგომერი

შემოდგომა რომ შემოაღებს კარს,ჩუმად მოგეპარება და სულში ჩაგეღვრება,რა ჯობია მაგას???თათარას სურნელებაში გახვეული ბებია-ბაბუების ჩახუტების მიერ მოგვრილი სასიამოვნო ჟრუანტელის ეკვივალენტია სხეულის მიერ ცხელი სასმელებისადმი ლტოტლვის პროცენტული ზრდა.თუმცაღა წელს ზრდილობიანად დაკაკუნების,ზაფხულის მეგობრულად გაცილების მაგივრად,თავხედი წელიწადის  დრო არასასურველი გამოცდებივით დაგვადგა თავს.ანუ მოგვიტანა:შხაპის მისაღებად სააბაზანოში ორ დღიანი ვიზიტები,სტრესის(ან თუნდაც სუსხის) გამო საჭმლის მიმართ გაორკეცებული ფიზიკური თუ მორალური მოთხოვნილება,აცრემლებული თვალები და თავის ტკივილი(ზოგს ალბათ წნევაც).


ააააააააჰჰჰ,რა ჯობია შემოდგომას??ფოთლების ხრაშა-ხრუში,სიმშვიდე,სიწყნარე,შემორჩენილი ფრინველების მარტოსულობით აღსავსე გარემო მაფიქრებინებს რომ ეს სეზონი იმიტომ შეიქმნა,ადამიანი უფრო ახლოს ყოფილიყო ბუნებასთან.ყოველი ამოსუნთქვა-ჩასუნთქვის დროს ვგრძნობ ჟანგბადთან,ნიტროგენთან,ნახშირორჟანგთან და კიდევ მრავალ სხვა აირთან ერთად როგორ ვისუნთქავ წითელს,ყვითელს,ყავისფერსა და მზესავით მწველ ნარინჯისფერს.

წელიწადის ეს დრო ბავშვობიდან მიყვარს.მახსოვს ერთხელ,მესამე კლასის მოწაფე,ბუნების დავალებას ვწერდი,როდესაც რომელიღაც ნომრად მოვიდა კითხვა საყვარელ სეზონთან დაკავშირებით.მე,ისევე ალბათ როგორც ყველა გააზრებულმა,ჩამოყალიბებულმა და დამოუკიდებელმა 9 წლის ბავშვმა,რა თქმა უნდა, ჯერ დედაჩემს ვკითხე ყველაზე მეტად რომელი წელიწადის დრო მიყვარდა და მხოლოდ ამის შემდეგ გავაფორმე პასუხი.დედამ მითხრა შემოდგომა დაწერე,არც ძალიან ცივა,არც ძალიან ცხელა,გარემოც ლამაზი და ჰაერივით მომნუსხველიაო.ამის შემდეგ ვინმე თუ ზემოთხსენებულისდაგვარ კითხვას დამისმევდა ავტომატურად სულ "შემოდგომათქო" ვპასუხობდი.სანამ არ წამოვიზარდე და ჩემით არ დავფიქრდი,არ გავიაზრე შემოდგომის სილამაზე,მანა ჩემთვის მის ერთადერთ ღირსებას დედაჩემისათვის მისაღები ამინდების დამაკმაყოფილებელი რაოდენობა წარმოადგენდა.

მართლაც როგორი საოცარი სეზონია შემოდგომა არა???თითქოს სინდისი აწუხებს ბუნებას და უბრალო ფოთოლსაც აძლევს უფლებას სილამაზის მიუწვდომელ საფეხურებს შეეხოს და ასცდეს კიდევაც.როგორც კამიუ იტყოდა,შემოდგომა მეორე გაზაფხულია,ოღონდ ამ დროს ყველა ფოთოლი ყვავილია.თანაც როგორი უნიკალური ფერთა პალიტრით.შეიძლება ვიღაცისთვის სევდის მომგვრელია ჩამოვარდნილი ფოთლის ცქერა,ჩემ ორგანიზმში კი ამ დროს ყველა ნერვული უჯრედი ერთად წამოყოფს თავს და იმპულსების ზღვას უგზავნის ტვინს,რომელიც ასეთი მრავალფეროვნების აღქმას ვეღარ უძლებს,წარმოსახვით ხელებს,უკმაყოფილო სახით,ჰაერში აიქნევს,სიგნალიზაციებს ჩართავს,და error-error-ის ძახილით მაიძულებს გამოჩერჩეტებულმა,დაბინდული გონებით ვუცქირო ფოთლებს.ფოთლებს რომლებიც უდიდესი სიმამაცის განსახიერებები არიან.არჩევა რომ შემეძლოს რომელიმე ამპარტავანი და თავმომწონე ყვავილი კი არა,ფოთოლი ვიქნებოდი(მცენარეებიდან თორემ,ისე ბიონსეობა ანდა ლეგოლასობა არ მაწყენდა).მთელი წელი დაველოდებოდი შემოდგომას რომ უკეთილშობილეს ფერებში გამოწყობილს,ჰაერში თავისუფლება მეგრძნო და მერე თუნდაც სკოლისაკენ მიმავალი ბავშვის ფეხქვეშ ამოხდომოდათ ჩემს ბაგეთ ბოლო სუნთქვა,მაინც ყველაზე დალოცვილ ქმნილებად ვიგრძნობდი თავს.

თუმცა შემოდგომაზე ადამიანობასაც აქვს თავისი პლუსები.ყველაზე მეტად თბილი ტანსაცმელი მიყვარს,შოკოლადის,წიგნებისა და ტვინშერყეული ნათესაობის შემდეგ.თუ მთელი დგე "თბილისი მოლში" ან სადმე თქვენთვის ჩვეულ საშოპინგო ადგილებში დადიხართ რადგან ახალი ჯემპრი იყიდოთ,მაგრამ თქვენი მცდელობა კრახით დასრულდა,ნუ ინერვიულებთ მსოფლიოში საქსოვი ძაფისა თუ ცხვრების გამოლევის გამო.მიზეზი ისაა რომ ყველა უკვე მე მაქვს.


სითბოში ყოფნა ჩემი ორგანიზმისთვის ისევე აუცილებელია,როგორც ყოველ 24 საათში შოკოლადის მიღება.მეცნიერულად დადასტურებულია რომ სხვანაირად ჩემი სხეული და ტვინი დეგრადაციას განიცდის.ნორმალურ ადამიანებს,მაგალითად ჩემს დას(რომელიც ფიზიკური ჯანმრთელობის მაგალითია და არავითარ შემთხვევაში-მენტალურის),ჩემ მიერ გამათბობელზე დაყენებულ ტემპერატურაზე ჯერ სუნთქვა უხშირდება,მერე ოფლი მოდის,შემდეგ თმის ბოლოები უსველდება და დროზე თუ არ მოხერხდა მისი ევაკუირება ოთახიდან ჰაერში ორთქლდება.მე კი ასეთი ტემპერატურის პირობებში ოთახის კუთხეში გამათბობელზე ხუთჯერ შემოხვეული,პლედგადაფარებული და ცხელყავა გვერდშიამოდებული ვზივარ და თავს იმ გაყინულ ქათამს ვადარებ დედაჩემი ცეზარისთვის რომ ყიდულობს ხოლმე.შიგადაშიგ კიდრამატულად წამოვიძახებ:"აი,თურმე რას გრძნობდა ჯეკი!!!!!"(ჯამში ჩემი ცხოვრება რომანტიული მელოდრამებისა და "ბედების მბრძანებლის" დაუსრულებელი ციტატების ნაკრებს წარმოადგენს)ამიტომაც ახლოში სულ მაქვს ხოლმე რამდენიმე პლედი.

მმმმმმმმმმ,ცხელი კაკაო???ჩემს ვენებში ალბათ სისხლის მაგივრად ცხელი ჩაი,ყავა ან კაკაო ცირკულირებს.საკმაოდ ნორმალური ტვინი მაქვს,რომელიც უშვებს იმის ალბათობას რომ ვინმეს შეიძლება,რბილად რომ ვთქვათ,არ მოსწონდეს ცხელი სასმელები.თუმცა,მოვიტყუები თუ ვიტყვი,რომ ბოლომდე ვიაზრებ ასეთი ალოგიკური ფიქრის არსს.ვინც და დღის რა მონაკვეთშიც არ უნდა მესტუმროს,სულ ჩაიდნით წყლის დუღებაში ვარ.ჯამში 10-დან 8შემთხვევაში ორივე ჭიქას მე ვსვამ ხოლმე მაგრამ მაინც მიმაჩნია,ადამიანს ჩაი თუ არ შესთავაზე ის შენს უზნეობაზე შვილიშვილებსაც კი მოუყვება.

შემოდგომა იმიტომ მიყვარს რომ დედაჩემი უფრო მეტი რაოდენობის ჩაისა და კაკაოს მყიდულობს.ალბათ ამაზე მეტად სიტყვებში ვერ ჩავაქსოვ ჩემს დიად გრძნობებს ამ სეზონის მიმართ.
განსაკუთრებული მადლობა უნიჭიერეს ნუცას,ვისი კრეატიულობაც არაამქვეყნიურია <3 ამაყი  და მადლიერი მეგობარი ვარ :* :* :*

Monday, October 27, 2014

where my friend challenged me to write fable,but i horribly failed

მაღვიძარამ ზუსტად 7:30-ზე დარეკა,თუმცა საბოლოოდ მაინც დედაჩემის კიკინმა გამომაფხიზლა.“ჯანდაბა,დღეს ორშაბათია“-გავიფიქრე ჩემთვის.თვალები მოვიფშვნიტე და შევეცადე ავმდგარიყავი.სააბაზანოში შეფრატუნებულმა,სწრაფად გავიხეხე კბილები,დავიბანე ჩლიქები და სარკეში დავაკვირდი ამ ლამაზ ბეკეკას გამოუძინებელი სახით რომ მიცქერდა უკან.ფიფქივით თეთრი ბალნისა და დაწყნარებული ზღვისფერი თვალების გამო ჩემები ზედმეტად მევლებიან თავს.ამბობენ ყველაზე მშვენიერი სხეული გაქვს ბებია ნინას მერეო.მაგრამ დედაჩემი ყოველთვის მასწავლიდა მთავარია შიგნიდან როგორი ხარო.მე დიდად წინააღმდეგი არ ვყოფილვარ ასეთი დარიგებებისა.საერთოდ მიმაჩნია რომ დედაჩემი ყველაზე ჭკვიანი თხაა,ყველა სხვა თხას შორის.
ეს დილაც არ ყოფილა სხვა დილებისაგან განსხვავებული.ვჭამე ჩემი მარცვლეული და ჩანთააკიდებული სკოლაში წავედი.ჯამში ნორმალურ მოსწავლედ ვითვლები.დავალებებს ვწერ,გაკვეთილებს არ ვაცდენ და დარწმუნებული ვარ ზოგიერთ მასწავლებელსაც ვუყვარვარ.თუმცა რაც მაძლებინებს სკოლაში ყურყუტს ალბათ ჩემი მეგობრები არიან.საუკეთესო მეგობარს ბეკო ქვია.ჩემს მეზობლად ცხოვრობს.მისი მშობლები ჩემების დიდი ხნის ნაცნობები არიან.აღარც მახსოვს როგორ დავმეგობრდით.დედაჩემი ირწმუნება შენი პირველი სიტყვა-„ბეკო“ იყო და ატირებულმა მაშინ თქვი როდესაც შენს პირველ დაბადების დღის დასასრულს ბეკოს მშობლებმა იგი სახლში წაიყვანესო.მე თუ მკითხავთ ეს ფრიად ჭეშმარიტი ალბათობაა.
მოკლედ,ბეკო არის შავ-თეთრ ბალნიანი,საშუალო სიმაღლის,წაბლისფერთვალება ბეკეკა.უყვარს:„მაკცოხნადის“ მწვანე ბალახი,უაზრო სელფების გადაღება თავისი ახალი „აითივა“თი(მშობლები ყოველთვის ყიდულობენ ახალ მოდელს გამოსვლითანავე),ჩლიქებზე პედიკურის ყოველ ორ დღეში ცვლა და შინაური ადამიანები.
ჩემს მეორე დაქალს კი ბაია ქვია.პირველ კლასში გავიცანით მე და ბეკომ.იმის მერე სამივე განუყრელი მეგობრები ვართ.ბაია თითქმის ისევე გამოიყურება როგორც ბეკო,ოღონთ ყავისფერი თვალების ნაცვლად შავი თვალები აქვს.ბაია სპორცმენი და აცტივისტია.მის მიერ გამართულ მიტინგებზე სიარულს იმის მერე დავანებეთ თავი როდესაც მივხვდით რომ ეს ყველაფერი პერმანენტულ ხასიათს იღებდა.ამას გარდა ყველაზე ჭკვიანი იყო ჩვენს შორის.
9:02.ღმერთო ჩემო,კიდევ დამაგვიანდა!პირველი რა მაქვს?...აა,ენა და ლიტერატურა.ამალთეა მიმაკლავს.ზედმეტად მკაცრია,მაგრამ რას იზამ,თავისი საგანი იცის,კარგადაც ასწავლის.არასდროს დაუმცირებია მოსწავლე,ყოველთვის ხედავს სიმართლეს და საერთოდაც,მგონია ჩვენ კონსტიტუციასაც კი ამ ქალის რჩევების მიხედვით ჩაუტარეს რედაქტირება.
კლასის კართან მიახლოვებული ჩუმად ვიჭვრიტები ღრიჭოში,რომელსაც თავისუფლად შეიძლება ფანჯარა ეწოდოს იმხელაა.ოთახში მარტო ბავშვები არიან,ამიტომ თავისუფლად მივბაკუნდები ჩემი ადგილისაკენ.ბეკო თავის მერხთან ზის(ჩემს გვერდით) და უკან შებრუნებული ბაიას ეკამათება,მგონი ბიკონსეს ახალ კლიპთან დაკავშირებით.დაქალის დანახვაზე ფეხზე ხტებიან,მეხუტებიან და მკოცნიან.ამ დროს შემოდის ამალთეაც.ირონიული კომენტარით გვაიძულებს ადგილებს დავუბრუნდეთ და წიგნები ამოვიღოთ.
გაკვეთილის დაწყებიდან 10 წუთიც არაა გასული,რომ კარზე კაკუნი ისმის.მასწავლებელის ოდნავ გაღიზიანებული ტონი ოთახში შემოსვლის უფლებას იძლევა.თვდახრილი,მხრებში დისკომფორტიაგან მოხრილი კენგურუ ფრთხილად აბიჯებს ზღურბლს და ჩუმი ხმით კითხულობს არის თუ არა ეს ქალბატონი ამალთეას კლასი.მასწავლებელს შუბლი ეხსნება,რის შემდეგაც კენგურუს დაფის შუაგულში აყენებს  და ოდნავ დისორიენტირებული ხმით გვაცნობს ახალ მოსწავლე-კეკის,რომელიც ახალი გადმოსულია ავსტრალიიდან.ვიმედოვნებ უპრობლემოდ მიიღებთ,დამეგობრდებით ან უარეს შემთხვევაში პრობლემას მაინც არ შეუქმნითო გვეუბნება ამალთეა.შემდეგ კეკის თავისუფალ მერხთან სხამს და გაკვეთილს აგრძელებს.
დღესდღეობით,2014 წელს,ცხოველებში რასიზმის პრობლემა სრულიად გადაჭრილია.ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ბევრი სოციალური თუ მორალური პრობლემის დაძლევა მოხერხდა,რის შედეგადაც ცხოველები მშვიდობაში ცხოვრობენ.თუმცაღა მაინც არის სახოგადოებაში პატარა ხარვეზები,რასაც როგორც მამაჩემი იტყვის ვერ დაემალები.მაგალითად,ის ყოველთვის მიმეორებს,შენ ან რომელიმე შენმა დედმამიშვილმა მგელი ან ძროხა რომ მომითრიოთ სახლში და განმიცხადოთ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარსო,ხმას ვეღარ გაიგებთ ჩემსასო.მგონი დედაჩემსაც იგივე აზრი აქვს,მაგრამ როგორც წესი არასდროს იმჩნევს თუ ვინმე არ მოსწონს.
გაკვეთლი ჩვეულებრივად მიდის მანამ სანამ,ამალთეა კეკის კითხვას არ უსვამს.მგონი სოლ მაჟორის წამოკიკინებას სთხოვს.რაც,კეკის არ გამოსდის.ამის შემდეგ ავსტრალიელ კენგურუს უფრო იოლ კითხვას უსვამენ,თუმცაღა კეკი ისეთ სახეს იღებს თითქოს უცხო ენაზე ველაპარაკებოდეთ.დაქალებმა ხშფოთვით აღსავსე მზერით გადმომხედეს და მეც თანხმობის ნიშნად წარბებაწეულმა გავხედე მათ.ამალთეა თავის ქნევით ბრუნდება სხვა მოსწავლეებისაკენ და ერთ-ერთ ბეკეკას არჩევს,რომელსაც იგივე ნოტების წამოკიკინებას სთხოვს რაც,რა თქმა უნდა,მოსწავლის წარმატებული პასუხით დაგვირგვინდა.ამის შემდეგ მასწავლებელმა თავისთვის ჩაიჩურჩულა,მგონი „ჭკუანაკლული“,თუ ამის მაგვარი და გაკვეთილს მიუბრუნდა.
მთელი დღე კეკისთვის ხმა არავის გაგვიცია.ვერც ერთ გაკვეთილზე ვერ მოაბა თავი სწორი პასუხის გაცემას,რის გამოც თავისთვის თავჩაღუნული იჯდა.გამოლაპარაკებაც არ უცდია,ამიტომ ჩვენც დისტანცია დავიჭირეთ.
შემდეგ მთელი დღე  ვარჩევდით,ბაიას სახლში შეყუჟულნი,კეკის ტვინის შესაძლებლობებსა თუ სკოლის სისტემის სრულყოფილებას.პასუხი ჩვენს კამათს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თანდათან მოძებნა.ამალთეა კეკის სიზარმაცესა და კიდევ მრავალ სხვა რამეში ადანაშაულებდა,რადგან მიაჩნდა მისი ახსნილი ყველას უნდა გაეგო.შესაბამისად მაღალი თუარა საშუალო ნიშანი მაინც უნდა მიეღო,რასაც კეკი ვერ ახერხებდა.სხვა მასწავლებლებიც აჰყვნენ ამალთეას იმის და მიუხედავად თუ რა წარმატებით სწავლობდა კენგურო მათ საგნებს.ბოლოს ჩვენთვისაც ისეთივე ჩვეულებრივ ფაქტად იქცა მასწავლებელთა შეხედულების გაზიარება კეკის მომავლის პერსპეცტივებთან დაკავშირებით,როგორიც ის რომ 2+3=5ია
(ეს ზედმეტად ცოდვილი ამბავი ალბათ შენ გამო დავწერეJრომ წაიკითხავ მიხვდები.სულ ვცდილობ გითხრა რომ ნორმალურია თუ სკოლის სისტემას ვერ ერგები,მასწავლებლებს არ ესმით შენი ან თუნდაც ისიც რომ ძალიან ჩვეულებრივმა,ნორმალურმა ახალგაზრდამ შეიძლება მათი აზრი გაიზიაროს.შენ ხომ ულამაზესი კენგურუ ხარ ამ ნორმალურად შესახედ ბეკეკათა შორის.შენ არ ხარ ყოველი მეორე ქუჩაში გამვლელის მსგავსი და თუ არ იამაყებ ამით,ცოდვას ჩაიდენ.მერე რა თუ ჯერ არ იცი ვინ გინდა იყო ,მერე რა თუ გეშინია მომავლის და მერე რა თუ სარკეში ჩახედვისას ხედავ ადამიანს საზოგადოების ყველა კრიტერიუმს რომ ვერ აკმაყოფილებს.ერთ რამეს გეტყვი,ეგეთი არავინაა.ძალიან არ მინდა შენი ულამაზესი,უსაყვარლესი,რო მაკივლებს და მატირებს და ყველაზე მეტად რომ მიყვარს ისეთი პიროვნებისაგან გამოძერწო ისეთი არსება მარტო მე კი არა შენც რომ არ მოგეწონება.არ დაკარგო რა შენი თავი.სულაც არაა საჭირო ყველას მოეწონო.და სულაც არ მაინტერესებს ვინ,გინდა მეგობარი,მასწავლებელი,სამშობლო,სამყარო,პლუტონი გიყვიროდეს,გეჯაჯგურებოდეს,ცდილობდეს გითხრას ისეთად  იქეცი როგორიც მოგვეწონებიო,აიბზუე ცხვირი შენ რომ ისე და წყნარად უთხარი მაგ გიჟებს რომ შენ ისეთი ხარ,როგორიც ხარ და შეიძლება ზოგ მომენტში შენც კიარ მოგწონდეს შენი თავი მარა არსებობენ ამ ცოდვით დამძიმებულ დედამიწაზე ხალხი შენს გამო იარაღს შუბლს რომ მიუშვერენ,მონადაც მიეყიდებიან ვინმე ფსიხს,უბნელეს ოთახშიც კი გვერდით მოგიჯდებიან,ოკეანესაც გადაცურავენ მანამ სანამ ფილტვები და კუნთები უმუშავებთ,ყველა სიმპატიურ ბიჭის მაგივრადაც შენ აგირჩევენ და დიეტაზეც კი დაჯდებიან!!!!

უბრალოდ არ თქვა უარი მარტომ კენგურუდ ხტუნაობაზე,მხოლოდ იმიტომ რომ ბეკეკებთან ერთად იკუნტრუშო!!!!!)

Sunday, October 12, 2014

when my great,great,great granddaughter is pretty fine...

დღეს ერთ-ერთერთი იმ დღეთაგანი იყო როდესაც არაფერს არ ვაკეთებდი.დავაიგნორე წასაკითხი წიგნები,დასაწერი ესეები,გერმანულის საზეპიროები,ფიზიკის კონსპექტების ზღვა და ასე შემდეგ.სია უსასრულოდ გრძელდება...

თუმცაღა რაღაც მაინც გავაკეთე...მეტირება ჩემს უსარგებლოდ დაკარგული დროის გახსენებაზე:( :( ამ საღამოს ბოიბენდების ვიდეოებს ჩამოვუარე...ღმერთო ჩემო!!!უკვე ვნანობ ამ წინადადების დაწერას!

რა ვქნა???Mcfly-ის ყველა ბიჟის ცოლად თუარ წარმოიდგინე თავი,რაა მამული??ან თუარ გიფიქრია Blink-182-ის სოლისტთან ერთად ყავის დასალევად თმასაც გადავიხოტრავო,გოგოდ გიცხოვრია??Beatles???ბიტლები ხალხნოო??თუ ცრემლებამდე არ მიუყვანიხარ იმ ფაქტს რომ ამ ლეგენდებს ლაივში ვერანაირი ჯადოქრობის გამოყენებითაც კი ვერ მოუსმენ,არ გიგრძვნია იმედგაცრუება!!!თუ ერთხელ მაინც არ გაგიფიქრებია Boyz II Men-ის სიმღერა ჩემს ქორწილზე გაიჟღერებს სანამ მე ვალსს ვიცეკვებ იმ ერთადერთთანო,არა მგონია კლიშეებით სავსე ცხოვრება გეცხოვროს!!ანდა Busted-ის ჯემებზე შენს ოთახში,სველი თმებით,სავარცხელ-მიკროფონითა და საცვალის ამარა თუ არ ჩაგიტარებია ვი.აი.პი კონცერტი ბიონსეს,ჯეი-ზის,ობამებას ოჯახისათვის და რიჰანასთვის,წაგიგია მეგობარო ეს ცხოვრება!!!

დიახ...დიაგნოზი სწორია...მე ფანგირლი ვარ!მაგრამ რა ჩემი ბრალია ძვირფასებო???ის დავსაჯოთ რომელმაც პირველად გადაწყვიტა შეეკრიბა ბიჭები სმენით,ანგელოზის ხმითა და მკვლელი გარეგნობით,შემდეგ სამიზნად ახალგაზრდა,პერსპექტიული გოგონები ამოიღო რათა დაენგრია მათი სრულიად რეალური წარმოდგენები სრულყოფილ ბიჭებზე,კლიშე სიმღერებზე და საერთოდ უბოიბენდო სამყაროზე!!!!

რა იოლია ჩემი აზრების გაფანტვა!სრულად არ მინდოდა ჩემი რეალური სახე ასე მალე დამენახვებნა.ვიფიქრე ჯერ ჭკვიან,სასაცილო,სოციალურ ადამიანად გამიცნონ და იქნებ მერე ნელ-ნელა შევაპარო ხალხს ჩემი ნამდვილი,ოდნავ დარეკილი თავითქო.ყველაფერი ვერ გექნება ადამიანს...
მოკლედ,ვუსმენდი "Year 3000"-ს.რა თქმა უნდა სრულად არ მქონდა გეგმებში ფილოსოფიურ საკითხებზე დავფიქრებულიყავი.წარმოდგენებში ვაშენებდი სამყაროს სადაც დაგი პოინტერი(მაკფლაის ბასგიტარისტი) და მე ლონდონის აპარტამენტში მყუდრო,წყნარ ცხოვრებას გულში ჩავიხუტებდით.მაგრამ უცებ ზემოთხსენებული სიმღერის ლირიკებზე დავფიქრდი.

ნეტა როგორი იქნება 3000 წელში საქართველო??იქნება ჩემი დიდი,დიდი,დიდი შვილთაშვილი pretty fine??იცხოვრებს ხალხი წყლისქვეშ??

რამდენი რამე იცვლება დროის მცირე მონაკვეთშიც კი!!!თუნდაც ის ჩემი თავი რომელიც ამ პოსტის წერის დაწყებისას ვიყავი,აღარ არის ის მე ამ ნაწილს რომ წერს.ამ მცირე მონაკვეთში ჩემს სხეულში მილიარდი უჯრედი გაიყო,ალბათ სადღაც ამდენი მოკვდა.ტვინში უარმრავმა ახალმა ფიქრმა,იდეამ,აზრმა წამოყო თავი და იმდენივე იქნა სამიუდამოდ შეკუჭული ისეთ სიღრმეებში ჩემ დღეში რომ ვეღარ მივაგნებ.ალბათ სისხლში ახალმა ერითროციტებმა დაიწყეს ცხოვრება.ცირკულაციის კიდევ ერთი წრე შესრულდა.ნაღვლის ბუშტი და თორმეტგოჯა შუა ფერმენტების გამოყოფაში არიან.ჩემი მირთმეული ნახშირწყლების,ცხიმების გადამუშავებას იწყებენ.
შევიცვალე არა მარტო ფიზიკურად არამედ მორალურად.სანამ ამას ვწერდი მოვუსმინე სპაის გირლზის "wannable"-ს,ადგილზე ვიცეკვე და ის ძალიან დიდი ხნის წინანდელი დრო გავიხსენე დეიდაჩემთან ერთად რომ ვისმენდი ამ სიმღერას.მერე დავფიქრდი დეიდაჩემზე და თუ რა ძალან მენატრება მთელი თავისი უსიმპატიურესი ოჯახით.ამან ირლანდიაზე გადამრთო(სადაც ცხოვრობენ),ამან კიდევ იმ წყლის ტარიფზე რომელიც ბრიტანეთის მეზობელმა რესპუბლიკამ ამ თვიდან დააწესა.შემდეგ დავიწუნე ეს გადაწყვეტილება და  წარმოვიდგინე მე რომ უფროსი ვყოფილიყავი "maternity leave"-სა და ბავშვის გადასახადების ნაწილის დაფარვაში ჩავდებდი ფულსთქო.

განა არ მიფიქრია სპაის გირლსზე,დეიდაჩემზე,ირლანდიაზე,პოლიტიკასა და უსამართლობაზე.უბრალოდ არასოდეს გაუვლია ჩემს თავში ფიქრის სწორად ასეთ ჯაჭვს.

იცვლება ადამიანი.იწერება ახალი ისტორია.ფაქტების რაოდენობა იზრდება.შესაძლებლობების ზღვარი შეუძლებელს სცდება.ინფორმაცია უსწრაფესად ვრცელდება.ძველი ტრადიციები ახლებით იცვლება.ნოვატორულ იდეებს გამაოგნებელ აღმოჩენებამდე მივყავართ.ვხედავთ პერსპექტივებს.ვცცვლით წესებს.ყველაფერთან ერთად განახლებადი,ცხოველი,ცვალებადია გარემოც.იფიტება ქანები,ყლორტიდან,სპორიდან,ფესვიდან ახალი სიცოცხლე ისუნთქავს ჰაერს,იხოცებიან და მრავლდებიან ცხოველებიც,წარმოიქმნება გორები თუ გორაკები,დნება თოვლი.

და ასეთ გარემოში მცხოვრებნი ვცდილობთ ჩვენი უმნიშვნელო წლები დავასტაბილუროთ.ვიფიქროთ მომავალზე.დავგეგმოთ,თითქოს გარანტირებული გვაქვს ხვალინდელი დღე.ვინერვიულოთ იმაზე თუ როგორები ვიქნებით ათი წლის შემდეგ.მოხერხდება თუ არა ყველა ოცნების რეალიზაცია.ვიტანჯავთ თავს სისულელეებით და ტყუილად ვქმნით პრობლემებს არაფრისგან.
"ყველა ჩემი მეგობარი სუპერგმირია" წავიკითხე ახლახან.იქ ერთი დადარდიანებულ სუპერგმირის თხოვნით მეორე მას მომავალში გადაიყვანს.რას ნახავს???სიცარიელეს.რადგან იგი არ მომხდარა ჯერ.

რთულია იმის გააზრება რომ ახალი დღე ახალი შანსია.რომ ყოველ ამოსუნთქვას იმ მომენტამდე მივყავართ როდესაც ეს ფიზიკურად აღარ შეგვეძლება.დაუჯერებელიც კია იმის წარმოდგენა რომ ხალხი რომელიც შენს გარშემო ცხოვრების ქარ-ცეცხლშია ჩაბმული,3000 წელს აღარ იქნება და ამის ტვინთან ახლოს გაკარებაც კი გვანაღვლიანებს.ვცდილობთ
უაზრო საქმეებით გავიყვანოთ დრო...

არა,ხალხო!!მოდი ვიცხოვროთ!!ვაკოცოთ მშობლებს დილას,დავლიოთ ყავა,ავუჩეჩოთ თმა დას ან ძმას,ვუთხრათ მეგობრებს რაოდენ ვაფასებთ მათ.ნუ შეგვეშინდება ცვლილების,რადგანაც ეს ისეთივე ბუნებრივია როგორც ის რომ ბრედი-ანჯელინასთვის იყო შექმნილი.არ ვინაღვლოთ იმაზე რომ არ გვაქვს ჯიმი ჩუ ანდა ორი კილოთი ნაკლებნი თავს უკეთესად ვიგრძნობდით.ნუ იტანჯავთ იმაზე ფიქრით თავს რომ არავის მოსწონხართ!!!რადგანაც ეს ისეთივე აბსურდია როგორც კარდაშიანის უკანალი!!!იყავით ფერადები,გიჟები,ერთადერთები!!იყვირეთ როდესაც კრეატიულობა შემოგაწვებათ და იტირეთ როცა გადაიღლებით ცხოვრების უსამართლობით.მერე კი ისევ დაუბრუნდით უმიზეზოდ სიცილსა და სარკის წინ ცეკვას.

შეცვალეთ სამყარო და შეიცვალეთ თქვენც!იფიქრეთ მომავალზე როგორც ცარიელ ფურცელზე.გააფერადეთ იგი,მოაყარეთ ბისერები,მძივები,ბრჭყვიალები.შეცვალეთ თქვენი და სხვისი მორალი.რადგან 3000 წლამდე ასე ძალიან შორიც არ არის..

Monday, October 6, 2014

სიზარმაცე

ახლაც,როცა ამას ვწერ სიზარმაცის ტკვბილ მკლავებში ვარ მოქცეული.უსინდისო მე კომფორტულად გამოვწყობილვარ უფუმფულეს წინდებში(ნასკებში,უბრალოდ "ქართულად რომ ვიმეტყველოს" მაფიაა),ბებიაჩემის უთბილეს მოსასხამში(ჟაკეტში),მოვთავსებულვარ ურბილეს ტახტზე და დამიჭერია რძიანი ყავის სათლი(ვედრო,იმიტომ რომ ფინჯანს ვერანაირად ვერ უწოდებ ამხელა ჭურჭელს რომელსაც ვერც ერთი ჩემი სახაზავი ვერ სწვდება ბოლომდე).ასე ვცდილობ მოვერიდო რეალობას.დედაჩემს თუ ჰკითხავთ ჩემზე ზარმაცი არსება არ დადის დედამიწაზე,შესაბამისად ასე თუ გავაგრძელებ ჩემი კარიერის "მაკდონალდსში" აწყობის შანსები გაიზრდება.
ამ საღამოსაც ვზარმაცობდი.პოსტის დაწერის მიზნით დავალებები მივაგდე,მაგრამ ზემოთხსენებულის მაგივრად კომპიუტერში ლორდეს ლაივებს ვუყურებდი.ამ პროცესში წასწრებულს დადემემუქრნენ ან პოსტს დაწერ ან მიუბრუნდები ქართულის ესეს და მისთანებსო.რაღა თქმა უნდა აქ ვარ :))) აი კიდევ ერთი მაგალითი სიზარმაცისა.მოკლედ იდეა არ მქონდა,ინტერნეტის აქოთქოთება მეზარებოდა,ამიტომ ვიჩივლე რა ჯანდაბაა ვერაფერს ვფიქრობთქო.ხოდა იდეა მომაწოდეს სიზარმაცეზე დაწერეო.რატომაც არაა???
OFF WE GO!!!!
სიზარმაცე მეგობრებო ეს არის სურვილის უქონლობა იმ საქმისადმი(ფიზიკური სამუშაოსადმი) რომლის გაკეთების უნარიც,შესაძლებლობაც გაქვთ.მოკლედ მოგახსენებთ სიზარმაცის სინდრომებს:
1.თუ წვენისათვის ჭიქის მოტანის სურვილი გაგიქრათ და პირდაპირ მოიყუდეთ
2.თუ თქვენი 60 წლის ბებიას სთხოვთ მოგიტანოთ წყალი
3.თუ ბაბუათქვენს ნაყინზე აგზავნით
4.თუ დავალების არწერის შემთხვევაში მეგობრისგან მისი გადაწერის სურვილის ნაკლებობას განიცდით
5.თუ თქვენი უჯრები შემცირებულ ბერმუდის სამკუთხედს წარმოადგენენ და მხოლოდ იმიტომ მიგაჩნიათ მილაგება არალოგიკურ საქციელად რომ ყველფერი ისევ აირევა,ხოლო თავს იმართლებთ იმით რომ რაც გჭირდებათ იმას მაინც პოულობთ
6.თუ ლოგინში ჩაწოლილები განძრევის სურვილ დაკარგულნი ვინმეს უხმობთ ოთახში შუქის ჩასაქრობად
7.თუ შემთხვევით იატაკზე დაგდებული ნივთების აღებაზე უარს ამბობთ,გრავიტაციის ძალასთან ჭიდილის სურვილის ნაკლებობისდა გამო
8.თუ ხშირად ცდილობთ გადააბაროთ საქმეები თქვენს დას/ძმას
9.თუ შეამჩნიეთ რომ დავალებას/მითითებებს/ლექციებს კი არ იწერთ,არამედ სურათს უღებთ
10.თუ ისეთ საკვებს ყიდულობთ რომელიც თავის თავში ნაკლებ ღეჭვას გულისხმობს
11.თუ მიგაჩნიათ რომ 234631098774 სერიის ყურების შემდეგ კიდევ დაგრჩებათ დრო გააკეთოთ დავალებული საქმე
12.თუ საწოლზე მეტად ახლობელი თქვენთვის პირდაპირ იატაკია
13.თუ აბაზანაში შესვლის გადაწყვეტილებას 2 საათს ხოლო გამოსვლისას 23465657საათს ანდომებთ
14.თუ დილით ისეთი ფეხმასცმლის ჩაცმას ამჯობინებთ რომელსაც არ აქვს თასმა ან ფხრიწი
15.თუ რამდენიმე "ვოიაჟის" შესრულებას გირჩევნიათ ოთხმოცივე კარფურის პარკი ერთად შეიტანოთ სამზარეულოში
16.თუ ცდილობთ ფიქრების ძალა გამოიყენოთ დისტანციური მართვის პულტის თქვენამდე მოსაფრენად როცა ის თქვენი ჯდომის არედან 60 სანტიმეტრის რადიუსის გარეთ აღმოჩნდა
17.თუ რაიმე აქტიური ქმედებების ჩადენას თავს არიდებთ რადგან ისედაც იცით რომ ეს გამოგივათ
18.თუ გირჩევნიათ ყველა "game of thrones" წიგნი წაიკითხოთ ერთ დღეში და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ პროდუქტიულ საქმიანობას
19.თუ საქმის კეთებისას ხშირად ამოწმებთ თქვებს ინსტაგრამს(როცა 5 ფოლოვერი გყავთ),ფეისბუქს(როცა ფეივორიტებში მარტო შენი 12 კლასელი გყავს,თუმცა ყველა გასულია),თვითერს(მაშინაც კი როდესაც არც ერთი ფოლოვერი არ გაგაჩნიათ)
20.თუ ყველაფერი რაც თქვენი ლოგინის ქვეშ შევარდა,თქვენთვის სამუდამოდ დაკარგულად ითვლება
21.თუ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიქცევით თუ თქვენი სიცოცხლე საშიშროების ქვეშ აღმოჩნდება და მხოლოდ ამ უკიდურეს ქმედებას შეეძლება სიცოცხლის წამები გიყიდოთ
22.თუ იმას რასაც ეძებთ გუგლის პირველ გვერდზე ვერ გადააწყდით მიგაჩნიათ რომ ეს არც არსებობდა
23.თუ მაცივრის გამოღებისას,ერთი თვალის შევლებით ვერ პოულობთ სასურველ საჭმელს,მიიჩნევთ რომ ის თქვენმა ოჯახის წევრმა შეჭამა და ტეხთ სკანდალს იმისათვის რომ იმწამსვე ჩავიდნენ მაღაზიაში და მოგიტანონ ახალი

აქ მოვრჩები,რადგან დედაჩემს მიაჩნია რომ თუ ამას ფართო საზოგადოება წაიკითხავს გათხოვების ყველა შანსი მომესპობა :(((