Thursday, September 10, 2015

დღე 6:საყიდლები და საბა

 
ზუსტად შენნაირი მეგობრის ყოლა მაგარი რამეა.
საბა,არა მარტო დადებითი თვისებებით მგავს(მგავს იმიტომ რომ,ერთი წლით და ორი დღით უფროსი ვარ),არამედ ისეთივე გონებრივი სიჩლუნგითაა დაბადებული როგორც მე.რაც იმას ნიშნავს,რომ ერთმანეთის სიგიჟეების,როგორც წესი,მარტო ჩვენ გვესმის.საბა ამას ჰოროსკოპით ხსნის,ორივე მერწყულები ვართ და იმიტოო,მე არაფრის ახსნას არ ვცდილობ,უბრალოდ ბედნიერი ვარ,რომ ჩემნაირი სულით ავადმყოფი მეორეც დააბიჯებს ამ დედამიწაზე.
რატო ვწერ ამდენს და,დღეს ერთმანეთს თბილისი მოლში უნდა შევხვედროდით პირველ საათზე.მე კიდევ მხოლოდ პირველის ნახევარზე გამეღვიძა,ვერანაირად ვერ მოვასწრებდი დათქმულ დროზე მისვლას.ბევრი არც მინერვიულია და მართალიც აღმოვჩნდი,იმიტომ რომ ხუთი წუთის მერე საბამ დარეკა ახლა გამოვდივარო.
 
წავედით საყიდლებზე იმიტომ რომ გოგჩო ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება.
ბლოგი ჩემია ამიტომაც აქ ვიწუწუნებ დღევანდელი დღის მინუსებზე.
ვიწყებ!ღმერთო დიდებულო,ეშველოს იქნებ ამ ბავშვს!!!რა პატარაა იცით?პატარა არა,მაგრამ ძააააააააააააააააააააალიან გამხდარი.რაც იმას ნიშნავს რომ სამი საათი ვეძებდით ამის ზომა შარვალს.სრულყოფილებასთნ მიახლოებული რაც უნდა გვეპოვა ყველა ან წელზე დიდი,ან სიგრძეში ზედმეტად გრძელი აღმოჩნდებოდა.არა არ ვერჩი,ჩემიანია,კაი ადამიანია,კარგი გოგოც არის,შეხედავ მოგეწონება,მაგრამ ამის ზომა შარვლებს რატომ არ კერავენ????რა ხდება???რა ამბავია?
 
გასახდელში გატარებული ყოველი საათისთვის ლარიანი რომ მოეცათ ჩემთვის,ისევ გასახდელში ვიდგებოდი,ოღონდ მე მოვიზომებდი სამოსს.
გვანცა ზედმეტად დიდ დროს ანდომებს მაღაზიებში სიარულს.ერთი-ორჯერ რომ დავიწუწუნე,თვალები დამიბრიალა და გაბრუნდი სახლში მაშინო,მომაძახა.
ამიტომაც,შეძლებისდაგვარად ვითმენდით მე და ქმრები,ცოლებს რომ წამოყვნენ საყიდლებზე.
საყიდლებით ხელდამშვენებულთ,სახლში წასვლა ჯერ არ გვინდოდა,ამიტომაც ჩვენი უბედურების ბუდისაკენ,მაკდონალდისაკენ გავეშურეთ.ვიღიმები,იმიტომ რომ ბედნიერების გემო ახალი ნაგემი მაქვს.
საბაა!სიყვარულის ახსნას არ დაგიწყებ,ისედაც იცი როგორ ძალიანაც დავმეგობრდით ამ ნახევარ წელიწადში.უბრალოდ მინდა მადლობა გითხრა:)მადლობა რომ უთქმელად მიგებ და პირველი ხარ ვინც მეუბნება რა მეშლება,მაკრიტიკებ,ცდილობ უკეთესი გამხადო,ამ დროს კი გიყვარს ყველა სიშტერე რასაც ჩავდივარ და ის დებილი ადამიანი რაც ვარ.არ დამწამო პლაგიატობა,მაგრამ შენი წერილი უნდა მოვიპარო...
მადლობა მხარდაჭერისთვის
მადლობა იმისათვის რომ ჩემი საბუკა ხარ
მადლობა რომ ხარ გვანცა დოლბაია!
მადლობა :)





დღე 5:მოტეხილი კიდური და ფერადი თმა

ყველაფერი დაიწყო ამით...
ბედოვლათმა(ბესტამ) ფეხი მოიტეხა.ჩვენ კი,კარგმა კლასელებმა,რა თქმა უნდა მისი მონახულება დავისახეთ მიზნად.ესეც შენი დღის გეგმა.
მაგრამ მანამ,სანამ ამ მომენტამდე მივიდოდეთ,წინ მთელი დღის ამბები მაქვს განსახილველი.
ახალი ვარცხნილობა მაქვს!!!ვიუუუუვიუ!!ზედმეტად აღფრთოვანებული ვარ,იმიტომ რომ ძალიან ცუდი სულაც არ გამოსულა.რისი შიშიც ყოველთვის უნდა გქონდეს ადამიანს,როედსაც საქართველოში გაგაწყვეტ იმიჯის შეცვლას.არა,განა რამე ნეგატიურის თქმა მინდა,უბრალოდ თბილისელი სტილისტები კრეატიულობისა და ენთუზიაზმის საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოირჩევიან.ამიტომ ყველაფრისათვის მზად უნდა იყო.შეიძლება,შენი თმის ფერი შემოაკლდეთ,მაგრამ საბედნიეროდ მწვანე აღმოაჩნდეთ.ანდა გადაწყვიტონ ბოლოების ხუთი სანტიმეტრით მოჭრა არ ვარგა,რატომ ხუთი,როცა საშუალება გაქ ოცდახუთისაც?
მოკლედ რომ ვთქვათ,სტილისტებთან ცუდი წარსული მაკავშირებს.
ბავშვობიდან კარეს მჭრიდნენ მუდამ,მე კიდევ რაფუნზელობა ან ჩემი კანის ფერიდან გამომდინარე მაქსიმუმ ჟასმინობა ან პოკაჰონტასობა მინდოდა,მაგრამ მალევე მივხვდი რომ ცხოვრება უსამართლოა.ან მაგაში იყო საქმე,ანდა ჩვენმა ზესტაფონელმა მეზობელმა,თინამ მარტო კარეს შეჭრა იცოდა.
მეორე დებულება უდაოდ ჭეშმარიტებაა,მაგრამ ამას საკმაოდ გვიან მივხვდი.
ერთფეროვნება არანაირად არ ზის ჩემში.ამიტომ ყველაფერი არაცვალებადი იოლად მბეზრდება.თმაც არ არის გამონაკლისი.ხოდა ახლა თავზე "წაბლისფერის 50 ელფერი" მაქვს.ასეეე.
 
საღამოს პატა,მე და თეო ძვირიანი "პონჩიკებით" დავიტვირთეთ და ბესტას ვესტუმრეთ.კალათბურთელმა ოქრომ,ვარჯიშის დროს,ფეხი მოიტეხა.
როდესაც ხუთი წლის წინ ჩვენ კლასში შემობანჯალდა,ხელი ჰქონდა გიფსში,ხოდა ახლა ხუმრობდა კომაროვი დავიწყე და დავამთავრე მოტეხილი კიდურითო.რას ვიზამთ.არსებობს მაინც რაღაც,არაა???





Wednesday, September 9, 2015

დღე 4:ტაქსისტები და ღია კარი

არაფრის კეთების პროფესიონალი ვარ.მართლა!საათები შემძლია კედელს ვუყურო და მაინც ვიფიქრო რომ ყოვლად ნაყოფიერი დრო გავატარე.ეს არამარტო რთული ასახსნელი რამაა დანარჩენი მოსახლეობისათვის,არამედ ზედმეტად მოსაწყენი თემა ბლოგზე განსახილველად.ხოდა რანდგანაც გადავწყვიტე ყოველდღე წერა,ავტომატურად მივიღე გადაწყვეტილება ეს უაღრესად პატივცემული უსაქმურობის საათები შემემცირებინა.

თუმცა დღეს ამ საქმით საღამომდე ვიყავი დაკავებული...მმმ,ჯერ კიდევ ვცდილობ!!
                                               სამაგიეროდ საღამოს გოგჩები ვნახე!!!
 
საერთოდ ვაკეში არ ვცხოვრობ,მაგრამ იმ საათების რაოდენობის მიხედვით რაც გატარებული მაქვს ხსენებულ ადგილას რეესტრმა ვაკის მაცხოვრებლად ჩამწერა.თათულიკა და რუსა სხვა ადგილს არ აღიარებენ ერთმანეთის შესახვედრად.სამეზობლოში გამოდიან გოგოები,მე კიდევ მთელი ქალაქი უნდა გამოვიარო,ნუ მთლად მთელი არა,მაგრამ რაც არის.
კიდევ ერთი პრობლემა,ამ რანდევუებისთვის ეს ოქროები სულ საღამოს საათებს ირჩევენ,განა რამე მაქვს საწინაღმდეგო,უბრალოდ ტაქსისტების პირადულ ცხოვრებას უკვე ჩემსაზე უკეთესად ვიცნობ და ვეჭვობ,მათი ფსიქოლოგის როლის შესრულება მანამდე მომიხდება,სანამ ან მე არ ვიყიდი მანქანას ან გოგოები არ მოვლენ ჩემს სანახავად.ამ ორიდან კი პირველი უფრო რეალურია.
პატა სულ ამბობს რომ სადაც მივდივართ იქ უკან ვეღარასდროს დავბრუნდებით,თავი გვაქვს ყველგან მოჭრილიო.არც ეს საღამო იყო გამონაკლისი.
 
ორივე წარმატებული ატაშე მყავს.ამიტომაც ოლიმპიადის ამბებს მიყვებოდნენ.უფრო სწორად ოლიმპიადის სიმპატიური მამრი მონაწილეების ამბებს.ერთს იტალია ყავდა ჩაბარებული,მეორეს სან-მარინო.ოქროებმა იმდენი მაცინეს ლოყები მეტკინა და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად შემშურდა რომ ფესტივალი გამოვტოვე.
ყოველ შემთხვევაში,ჩემი ოქროები ოქროებად და შენგენის ზონის გარეთ რჩებიან,მიუხედავად იტალიისაკენ გახსნილი,არამარტო გზის,არამედ კონკრეტული პიროვნებების კარებებისა.მე?მე აბა ავტომატურ კარსაც უნდა ავუხტ-დავუხტე,ხელი ვუქნიო სენსორის წინ,ყავა მოვუდუღო და ისე შევიდე აფთიაქში.





Monday, September 7, 2015

დღე 3:თავისუფლებას დამწვარი ორცხობილების სუნი აქვს

მარტო მე ვარ თუ ვინმე სხვასაც ემართება ასე?დიდი ხნის მწყურვალი მხოლოდ მაშინ აანალიზებს რამდენი წყალი დალია,როცა უკვე  ზედმეტად გვიანია,ანუ მუცლიდან ცუნამის ხმები ესმის და თავის ტკივილიც აწუხებს?დაახლოებით ასეთი რამ მოხდა ჩემი დამოუკიდებლობის მესამე დღეს.

არავინ შემაწუხებს,მეტყვის დაიძინე კომპიუტერი კი გამორთეო,ამიტომაც ერთი უხსენებელი სერიალის მთელს სეზონს ერთ ღამეში ვუყურე.მზის ამოსვლისას თვალები დანახშრებული მქონდა.ამავე დროს,რატომღაც ჩემი მობილურის კეთილდღეობის საკითხმა შემაწუხა და მეორე ოთახში გათიშული მარიამი გავაღვიძე.მარიამმა საწოლზე გიდევსო,დავბრუნდი და საწოლზე იდო,სწორად იქ სადაც ერთი წუთის წინ ვიჯექი და სერიალს ვუცქერდი.დამშვიდებული იმწამსვე გავითიშე და მომდევნო დღის 3 საათამდე მეძინა.მეგობრებო,ეს ჩემებური გაგებაა დამოუკიდებული ცხოვრებისა და თავაწყვეტლი გართობის.
უნდა ვახსენო ჩემი საუზმე,რომელიც წინა დღით ჩვენ,ანუ ვირტუოზმა მზარეულებმა,შევაკოწიწეთ.თქვენს წინაშეა ბანანისა და შვრიის ორცხობილები!!
საერთოდ მე ბრმად მჯერა არითმტიკული პროგრესიისა რეცეპტებში.ანუ თუ წერენ ორი ბანანი და ოთხი კოვზი შვრია დაგჭირდებათო და მე მხოლოდ ერთი ბანანი მაქვს,მაინც ჩაფიქრებულის გამოცხობას ვეცდები და ორ კოვზ შვრიას გამოვიყენებ.
ანდა თუ წერენ 120 გრადუსზე 20 წუთი უნდა გამოცხობაო,მე 240 გრადუსზე 10 წუთში,იოლად გაკეთებული საქმის მწამს.
სწორად ამიტომაც ჩემი სამზარეულოში შესვლისას ოჯახს უკვე გამოძახებული ყავს მეხანძრეთა ბრიგადა,ორი სასწრაფო და პოლიცია.
არც ეს დღე იყო გამონაკლისი.ორცხობილები დავწვით,თან მგონი ბოლომდე გამომცხვარიც არ იყო,მაგრამ მაინც მივირთვით.უკვე მერვე საათია კარგად ვარ და რავი...
საღმოს მე მეგობრების სანახავად გავედი.შინ მარტო მარიამი და ჩემი კამერა დარჩა.სხვანაირ შედეგს არც ველოდი...
ხვალამდე მეგობრებო,თუმცა ზედმეტად პოზიტიური განცხადებაა გოგონასათვის რომელმაც სადილის გაკეთება გადაწყვიტა მომდევნო დღისათვის.

Sunday, September 6, 2015

დღე 2:კუს ტბა

დღეს მარიამთან გადავცხოვრდი.მარიამი ესაა.ერთმანეთს კი სწორად ასეთი სახით გადავხედეთ,როდესაც გამოჩნდა შესაძლებლობა ყოველგვარი ზედამხედველისა და უფროსობის გარეშე ერთად გვეცხოვრა.
რა მაგრად ჟღერს არა??მარტო,საუკეთესო დაქალთან ერთად,wi-fiთ აღჟურვილ სახლში ერთი კვირის გატარება!!თუმცა ეს სამოთხე ზედმეტად ახლოსაა.ერთი სართულით ახლოს.სადაც მე ვცხოვრობ,იქიდან ერთი სართულით...
ანუ უფროსობა მაინც ახლოსაა და გვამოწმებს.ერთი მხრივ კაია,საჭმელს გვაწვდიან რომ არ მოვკვდეთ.
დღევანდელობას დავუბრუნდეთ.მარჯანიშვილზე გოგოჩკებს შევხვდი!
ანი და თინა საუკუნეა არ მინახავს,გვანცა მხოლოდ ორი კვირა,თუმცა ეგ ორი კვირაც საუკუნის ტოლფასი იყო.
იმდენი კალორია მივიღეთ მაგდონალდსში,რამდენი ახალი ამბავიც გავცვალეთ ერთმანეთში.ერთი სიტყვით,კარგი იყო,რაც პრაქტიკულად ორი სიტყვაა მარა ვინ მითვლის.
ერთმანეთს დამშვიდებულები სხვადასხვა მხარეს გავიფანტეთ.გვანცა-ინტერვიუს მისაცემად,თინა-რუსას სანახავად,ანი...ანი არ ვიცი. მე კი რა თქმაუნდა გზას გადავუხვიე და სახლის მაგივრად კუს ტბაზე ამოვაყოფინე თავი მარიამს.
ვიღეთ უამრავი სურათი,დავფარეთ რამდენიმე კილომეტრი,ვიცინეთ ბეეეეევრი,ტაქსისტთან თვი შევირცხვინეთ და სახლისაკენ გამოვეშურეთ.
უკადაბრუნებულმა რაღაც დანიურ სერიალს დილის ხუთ საათამდე ვუყურე და მერე გავითიშე.ვსო.

Friday, September 4, 2015

დღე 1:თბილისი და სამანტა ჯონსი

არის!!!თბილისს დავუბრუნდი!მზად ვარ უმორჩილესი თავდადებით გადმოვცე ჩემი წარსული და აწ მომავალი თავგადასავლები!
ამ თვეში ჩანაფიქრის დონეზე მაქვს ყოველღე წერა და ვნახოთ რა გამოვა.
2015 წლის ზაფხული ჯერჯერობით ყველაზე მაგარი აღმოჩნდა.სამი თვის მანძილზე სახლი ჩემთვის მხოლოდ არსებით სახელს წარმოადგენდა,რომელსაც არც ისე ხშირად ვახსენებდი.უსაყვარლესი წითელი ზურგჩანთა ხშირი გამოყენებისაგან ისე გაიცრიცა ვარდისფერიც აღარ ეთქმის.მოვიარე საქართველო და იტალია.ბევრი მოგონება დამიგროვდა,რომელთა არ ხსენებაც ცოცხლად შემჭამს.ამიტომაც ვოილაა,გახსნილად ვაცხადებ დაუსრულებელი ბლუყუნის სეზონს!
დღე 1:"სექსი დიდ ქალაქში"-ლაბაძეებში
სამი საათი მინივენში ჯლაყუნის შემდეგ ჩემმა ფილტვებმა ჩაისუნთქეს დიღმის ჰაერი.ოფიციალურად თბილისსში ვიყავი.
სახლში დაბრუნებული,სასწრაფოდ ჩავერთე უკვე კარგა ხნის ჩაფიქრებული წვეულებისათვის მზადებაში.დღეისათვის სამანტა ჯონსობა უნდა მომერგო.
ბებიაჩემის პიჯაკი და მარგალიტები,ნაცრისფერი ქვედაბოლო,ტყავის ხელჩანთა და ქუსლები.ცოტა ჩემიც შევაპარე,მაგრამ(არც ჩემი გმირი იტყოდა უარს წითელ ტუჩსაცხზე) ვფიქრობ ნიუ-იორკელი დამოუკიდებელი სამანტა არ დავკარგე.
დანიშნულების ადგილას მელოდებოდა:ნუცასეული მირანდა,ანასეული შარლოტა და მარისებური ქერი.
 სასაუბრო ბევრი იყო.
მარი უკვე სტუდენტია და ჩვენ...ჩვენ ისევ ჩვენ ვართ უბრალოდ უფრო საინტერესო ამბებითა და ხარისხიანი ფეხსაცმლით.
საათობით ვიმსჯელეთ მომავალზე,რომელიც უკვე ასე ახლოა და რომელიც ყველა ჩვენგანს ერთნაირად აშინებს.არავინ იცის ასი პროცენტით ვინ უნდა იყოს..მაგრამ ვინ არ არის დაბნეული?ვინ არ უსვამს თავის თავს კითხვას:"ნამდვილად ეს მინდა?" ან "რომ შევცდე?".
ააააჰ,სულ არ მაინტერესებს,ვიღაცას უთქვამს ადამიანი შეცდომებისთვისააო გაჩენილი.ხოდა სწორად მაგას ვიზამ.მერე რა თუ მეორე კურსზე აღმოვაჩენ რომ მათემატიკოსობას ჭრა-კერვა მირჩევნია?ანდა გავიგებ რომ დღევანდელი ოცნება,სულაც არ არის ის რაც ხვალ მენდომება!ამასხომ მაშინ მივხვდები თუ ვცდი.ვინანებ მაგრამ ვცდი.მერე მეცოდინება.თუმცა ეს ყველაფერი ხვალ :)
დღეს კი-მე სამანტა ვარ,
ნუცა-მირანდა
ანა-შარლოტა
მარი კი-ქერი