პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით,თბილისმა "ჯიფონის" კინოფესტივალს უმასპინძლა.
ჯიფონი ვალე პიანა პატარა ქალაქია იტალიაში,სალერნოსთან ძალიან ახლოს,სადაც უკვე 45 წელია კინო ზეიმობს.თუმცა ეს ფესტივალი ყველა სხვისაგან იმ უნიკალური დეტალით განსხვავდება,რომ ფილმის შემფასებლები-ბავშვები არიან.
წელს,ივლისსში,მქონდა ბედნიერება ყველაზე მაგარ ხალხთან ერთად გამეზიარებინა ჩემი თავგადასავალი იტალიაში.ფესტივალმა საოცარი მოგონებები დამიტოვა-მაგალითად ის,მარტინ ფრიმანს რომ შევხვდი.თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დამრჩა,დათო და თიკუნაა,რომლებმაც არა მარტო ჯიფონის დღეები,არამედ ჯამში ჩემი ცხოვრება შეცვალეს!
თბილისის ჯიფონამდე ერთი დღით ადრე თიკას სტუმარი ჩამოუვიდა აზერბაიჯანიდან-ამინა.ჩვენც შეხვედრის შანსი ხელიდან არ გავუშვით და უცხოელს თბილისის საოცრებანი გავაცანით.მე და დათო ანუ,თიკას იცნობდა ისედაც.
ვანახეთ ყველაფერი მნიშვნელოვანი:ნარიყალა,ქართლის დედა,ლესელიდზე,შემოიხედე გენაცვალე,ზარა....
ვაიმე!!!არ შემიძლია!გონება აღარ მიმუშავებს,ვეღარ ვიხსენებ რა მოხდა კიდევ იმ დღეს,დაწერის ღირსი.
ახლა,როდესაც ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და ჩვენც,მოკვდავები სკოლას დავუბრუნდით,უცხოელები კი უცხოეთს,ვზივარ მე კომპიუტერთან და გაშტერებული ვუცქერ ეკრანს.ერთი სული მაქვს,შუქი ჩავაქრო,ყავა მოვიცუნცულო და რაიმე შტერობა ფილმს ვუყურო.მაგრამ ასე ხომ არ დავამთავრებ პოსტს.რამეს მოვყვები.
ჩემი და ორჯერაა განათხოვარი,მიუხედავად იმისა რომ 12 წლისაა.პირველად ბაღში გათხოვდა,მეორედ სკოლაში.სახელები არ მახსოვს ჩემი სიძეებისა,მაგრამ სიმპატიურნი რომ იყვნენ ორი აზრი არაა.
საერთოდ ბავშვობიდანვე,ჩემი და ყველაფერში მისწრებს.
თათას პირველი შვილი ვარ.იმის მაგივრად მე მივხედო,თვითონ მივლის და მამოწმებს ხომ ცოცხალი ვარ.
ბავშვობაში მარტო დარჩენილებს არ გქონდათ იმის შეგრძნება ფარული კამერებია დაყენებული და მშობლები ყველაფერს ხედავენ,ნორმალურად მოვიქცეო???მე არ ვეჭვობდი,ვიცოდი თათა ყავდათ ყარაულად.ბლოკნოტიც კი ქონდა,სადაც როგორ რაღაცებს იწერდა იცით?
12:30-ჭამა შემწვარი კვერცხი
12:45-თეფში გაურეცხავი დატოვა და ოთახში შებრუნდა
12:46-გაკვეთილების მეცადინეობის მაგივრად კომპიუტერი ჩართო
17:00-კიდევ "ბეჭდების მბრძანებელს უყურებს",მგონი ეს ფილმი არ მთავრდება